“უკან სსრკ-ში” - რა ფოტოებს აქვეყნებს თინა კანდელაკი
"გაზპრომ-მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი ნიჟნი-ნოვგოროდის მუზეუმს ესტუმრა და სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს.
"განაგრძეთ თქვენი მოგზაურობა. როგორც იცით, ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი მაქსიმალურად მრავალფეროვანი. კიდევ ერთი დროის მანქანა ჩემთვის იყო ნიჟნი ნოვგოროდის მუზეუმი "უკან სსრკ-ში". ჩემი თაობის ადამიანებს ან უყვართ ეს პერიოდი, ან სძულთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში მოგონებები რჩება. ნოსტალგია სასიამოვნო გრძნობაა, მე ვიტყოდი, სასარგებლოც კი" - წერს თინა კანდელაკი სოცოალურ ქსელში.