ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულის მიღება შეძლეს?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს მომავალმა სტუდენტებმა უცხოურ ენაში მიღებული ქულა გაიგეს. ტრადიციულად, მაქსიმალური შეფასების მქონე რამდენიმე აბიტურიენტს გაგაცნობთ:
ბარბარე გულხადარაშვილმა 207-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მკითხველს ის უკვე გავაცანით - მან ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა და 60 ქულა მიიღო. ახლა კი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ მიაღწია უმაღლეს შედეგს ინგლისურ ენაში:
- ინგლისურს დიდი ხანია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ და მხოლოდ იმის ამბიცია არ მქონია, რომ ეს ენა ერთიანი ეროვნული გამოცდების დონეზე მესწავლა, რადგანაც ვფიქრობ, მისი კარგად შესწავლა დასაქმებისა და განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაღალი დონის სიტყვებიც ვიცოდი, რაც ესსეს წერის პროცესში დამეხმარა. მასწავლებელი ყოველთვის მიზიარებდა იმ სიტყვებსა და დავალებებს, რაც კარგი შედეგის მიღწევაში დამეხმარებოდა და მას, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ამისთვის.
მგონია, გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ძალიან მარტივი იყო. ყველა დავალება უპრობლემოდ გავაკეთე. ესსეს როგორ შეაფასებდნენ, არ ვიცოდი, მაგრამ მაქსიმალური ქულა მივიღე. მშვიდად ვწერდი და ვფიქრობ, ესეც დამეხმარა.
მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ როდესაც მეცადინეობას დაიწყებენ, არ ჰქონდეთ მხოლოდ იმის ამბიცია, რომ ინგლისური ენა ერთიანი ეროვნული გამოცდის დონეზე ისწავლონ. დიდი დრო დაუთმონ, კლასგარეშე ლიტერატურას გადახედონ, რადგან ვფიქრობ, ინგლისური ენის კარგად შესწავლა არა მხოლოდ გამოცდებისთვის, არამედ ზოგადადაც, მნიშვნელოვანია.
სალომე მიქუჭაძე 35-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას იურიდიული ფაკულტეტის მიმართულებით აპირებს. ინგლისურ ენაში მაქსიმალური შეფასება - 70 ქულა მიიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი მაქსიმალური 60 ქულიდან - 59. სალომე გვიყვება, რა დაეხმარა უმაღლესი შედეგის მიღწევაში: იხილეთ სრულად