"საქართველოში დასვენების პერიოდში, სანაპიროზე ვიყავით, როცა ჩემმა შეყვარებულმა დაინახა ძაღლი, რომელიც კოჭლობით გადაადგილდებოდა" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი? - კვირის პალიტრა

"საქართველოში დასვენების პერიოდში, სანაპიროზე ვიყავით, როცა ჩემმა შეყვარებულმა დაინახა ძაღლი, რომელიც კოჭლობით გადაადგილდებოდა" - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი?

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი მიუსაფარ ძაღლზე წერს, რომელიც შეყვარებულთან ერთად სანაპიროზე იპოვეს:

"მოგესალმებით. საქართველოში დასვენების პერიოდში, სანაპიროზე ვიყავით, როცა ჩემმა შეყვარებულმა დაინახა ძაღლი, რომელიც კოჭლობით გადაადგილდებოდა. სანდრა ცხოველების უდიდესი გულშემატკივარია, ემოციური კავშირი აქვს და ღელავს მათზე. ძაღლი სახლში წავიყვანეთ, ბათუმიდან ვეტერინარი ჩამოვიყვანეთ და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვუმკურნალეთ ძაღლს.საბედნიეროდ, დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ძაღლი მომჯობინდა, ჭრილობაც შეხორცებულია, უპრობლემოდ გადაადგილდება და ახლა ის მომენტია, როცა ჩვენს პატარა მეგობარს სჭირდება ოჯახი, რომელიც მას შეიფარებს და უპატრონებს.ერთი თვის განმავლობაში, თუ რამე იყო საჭირო, გავაკეთეთ და მზად ვარ, გავაგრძელო, თუ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ეს კიდევ დასჭირდება.თუ გამოჩნდება მსურველი, ვინც ძაღლს უპატრონებს, გიზიარებთ საკონტაქტო ინფორმაციას, ვისაც შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით შეეხმიანოთ. - Georgian Animals Federation / საქართველოს ცხოველთა ფედერაცია‪

555 27 24 29‬ ზაზა ვეტერინარი

591506350 ბათუმის ფილიალის

514504050 მთავარი ცხელი ხაზი - წერს ქოჩორაშვილი.