"კაკო ბობოხიძის პატივმოყვარეობა გაანადგურა იმ ფაქტმა რომ ქალის და ღლაპების შექმნილმა სისტემამ გააფარჩაკა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
"ჩემი და გიგას ახალგაზრდულმა გუნდმა ევროპულ საქართველოში ააწყო მონაცემთა მენეჯმენტის თანამედროვე სისტემა - უფრო სწორად, ჯერ მხოლოდ ამ სისტემის 10 პროცენტი ააწყო - ბოლოში რომ გავალთ, გაფრენილს დაეწევა და დაფლეთს", - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"კაკო და გიგი მშვიდად უყურებდნენ ამ პროცესს, იმდენად რამდენადაც იურული პარკიდან არიან და ვერ ხვდებოდნენ რას ვაკეთებ - არადა უგრძესი და თავმომწონე მონოლოგებით ვაყრუებდი როცა მსმენელი მჭირდებოდა. კაკოს ერთადერთი ვალუტა იყო მისი "სტრუქტურა".ითვლებოდა, რომ კაკოს რაღაც სასტავი ყავს, ვისაც საარჩევნო საქმე ესმის - მეც ასე მეგონა. როცა ჩვენმა თანამედროვე სისტემამ კაკოს "სტრუქტურა" დააჩელენჯა, მისი დრომოჭმული ფეოდალური საზიზღრობა კვახივით გასკდა - გაირკვა, რომ კაკოს 8 თვეში 1000 მხარდამჭერის პოვნა არ შეუძლია, რომელიც ღიად შეძლებს იმის თქმას რომ პარტიის მხარდამჭერია და სხვა პარტიის ამომრჩეველს თხოულობს.
კაკოს პატივმოყვარეობა გაანადგურა იმ ფაქტმა რომ ქალის და ღლაპების შექმნილმა სისტემამ გააფარჩაკა და დაიწყო მაგიდის აყირავება, შეთანხმებული წესების შეცვლა, გიგასთვის წიხლების ქნევა. პარალურად დაიეწყეს სხვა პარტიებთან ალიანსზე ვაჭრობა, ჩერგო - გიგას განეიტრალების და სიაში ორი ადგილის სანაცვლოდ. ამასობაში ჩვენ გამოვეცალეთ პარტიიანად (ციფრულია პარტია და სადაც წავალთ, თან წავიღებთ) და ახლა კომისიის წევრებს თუ გაყიდიან და კაკო ხონის კოორდინატორად დაუდგება", - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ცოტა ხნის წინ "ევროპული საქართველო" დატოვეს. მიზეზი აკაკი ბობოხიძესთან და გიგი წერეთელთან კონფლიქტი იყო.