ყაჩაღობა ზუგდიდში - კრიმინალებმა ტელეფონი და ფული წაიღეს - კვირის პალიტრა

ყაჩაღობა ზუგდიდში - კრიმინალებმა ტელეფონი და ფული წაიღეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დაუდგენელი პირი ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მეზობლების ინფორმაციით, ნაცემია ოჯახის მამაკაცი, რომელიც სხვადასხვა სახის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, დაზარალებულის სახლიდან წაღებულია მობილური ტელეფონი და გარკვეული რაოდენობის თანხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"