"იურისტი თუ მყავხართ ვინმე, მომწერეთ, გთხოვთ... ჩემი სახელით ვითომ ინფორმაცია გავრცელდა, რასაც სახელმწიფო მალავდა..." - რას წერს თიკა ჯამბურია? - კვირის პალიტრა

"იურისტი თუ მყავხართ ვინმე, მომწერეთ, გთხოვთ... ჩემი სახელით ვითომ ინფორმაცია გავრცელდა, რასაც სახელმწიფო მალავდა..." - რას წერს თიკა ჯამბურია?

მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"იურისტი თუ მყავხართ ვინმე მეგობრებში, ვისაც სურვილი აქვს, დამეხმაროს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხი მოვთხოვო და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს სიბოროტე, მომწერეთ, გთხოვთ, დასპონსორებული აქვთ და ინსტაგრამზე, ფეისბუქზე ტრიალებს უკვე 1 კვირაა !!!!! თან თაღლითობაა სერიოზული, ლინკია მითითებული, 400₾ ღირს დარეგისტრირება და 10000 ლარს მიიღებთ ყოველთვიურადო... ჩემი სახელით ვითომ ინფორმაცია გავრცელდა, რასაც სახელმწიფო მალავდა..." - წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში.