"16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო" - როგორ ეხმაურება ტრაგიკულ თარიღს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კვირის პალიტრა

"16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო" - როგორ ეხმაურება ტრაგიკულ თარიღს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, რომლის შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - წერს მარგუს ცაჰკნა.

"ინტერპრესნიუსი"