მანქანების სასაფლაო ანუ ჯართი, რომელიც პარკინგზე ადგილს იკავებს - რამდენი "მიტოვებული" მანქანაა საქართველოში?! - კვირის პალიტრა

მანქანების სასაფლაო ანუ ჯართი, რომელიც პარკინგზე ადგილს იკავებს - რამდენი "მიტოვებული" მანქანაა საქართველოში?!

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1.7 მლნ-მდე ავტომობილია რეგისტრირებული, თუმცა ამათგან, რამდენია ჯართად ქცეული, ან უბრალოდ გაჩერებული, უცნობია.

როგორც „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქვეყანაში არ არსებობს უტილიზაციის პროგრამა, შესაბამისად, აღრიცხული ავტომობილებიდან, რეალურად რამდენი გადაადგილდება, ამის დადგენაც რთულია.

გელა კვაშილავას ინფორმაციით, დაახლოებით, 300 ათასამდე მდე ავტომობილია გაჩერებულია, რაც არა მხოლოდ სხვა ავტომობილების მოძრაობას, არამედ ზუსტი სტატისტიკის წარმოებასაც აფერხებს.

„ქვეყანაში 1.7 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული და ამ დროს, უტილიზაციის პროგრამა არ არსებობს. ეს პროგრამა აუცილებლად უნდა შეიქმნას, იმიტომ, რომ, აღრიცხული ავტომობილებიდან, რამდენია მოქმედი, ზუსტი მონაცემი არ გვაქვს. ეს პროგრამა ზუსტად იმისთვისაა კარგი, რომ ვიცოდეთ, რეალურად ავტომობილების რა რაოდენობა გადაადგილდება. რამდენიმე ასეულ ათასი ავტომობილი (სავარაუდოდ, 200-300 ათას ავტომობილზეა საუბარი) უბრალოდ გაჩერებულია. უტილიზაციის პროგრამა ნიშნავს იმას, რომ რაღაც თანხას უხდის სახელმწიფო, ან რაღაცას აძლევს ისეთს, რაც სტიმულს აძლევს მოქალაქეს, დაარეგისტრიროს მანქანა ჩამოწერილებში, ან ჩააბაროს", - ამბობს კვაშილავა.

განაგრძე კითხვა