„გვაქვს საფრთხეები კავკასიონსა და მცირე კავკასიონზე, აჭარა-თრიალეთის ქედი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში", - ნინო ჩხობაძის მძიმე პროგნოზი
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, კლიმატური ცვლილებებისა და გარემოზე ზეგავლენის შესამცირებლად სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თქვა, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს კვლევები და სამუშაოები, შედეგებმა კი აჩვენა, რომ აჭარა-თრიალეთის ქედსა და კავკასიონზე მძიმე მდგომარეობა.
ჩხობაძე აღნიშნავს, რომ ამ ფონზე მაღალმთიან კურორტებზე საჭიროა ტურისტული სექტორის გადამზადება, მათ შორის, აუცილებელია გიდების მომზადებაც, რათა რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.
„გვაქვს საფრთხეები კავკასიონსა და მცირე კავკასიონზე. აჭარა-თრიალეთის ქედი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. საფრთხეები გვაქვს ყველა მხრიდან და ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა. გლობალური კლიმატის ცვლილების პროცესები კავკასიონზე, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს, თუ არ იქნება პრევენციული ღონისძიებები გატარებული.