"რაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას, რუსეთ-საქართველოს ომი მაინც დაიწყებოდა" - კვირის პალიტრა

"რაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას, რუსეთ-საქართველოს ომი მაინც დაიწყებოდა"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ამ დღეებში 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთს შორის ომის მე-16 წლისთავია.

მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მანამდე, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში ხელოვნურად შექმნა დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკები და პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ თავისი გეგმები ცხადად ჩამოაყალიბა, მმართველი გუნდი აგრძელებს 2008 წლის ომში წინა ხელისუფლების დადანაშაულებას.

„ნაციონალებმა სრულად უნდა აგონ პასუხი 2008 წელს დაკვეთის შესრულებაზე და ქვეყნის ომში ჩართვაზე“ - განაცხადა ამას წინათ „ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

დარწმუნებული ვარ, რუსეთთან ომი არც პრეზიდენტ ზელენსკის და არც უკრაინელ ხალხს არ უნდოდა, მაგრამ, მას შემდეგ რაც მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მოუწიათ ომში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებით კოლექტიურ დასავლეთს საერთაშორისო სამართალი თავზე გადაახია და „ცივი ომის“ შემდეგ ჩამოყალიბებულ უსაფრთხოების სისტემას საფრთხეები შეუქმნა, დასავლეთიც იძულებული გახდა დახმარებოდა უკრაინას. თუ ამ ომთან დაკავშირებით ხელისუფლების რიტორიკას დავაკვირდებით, მმართველი გუნდი უკრაინაში მიმდინარე ომში ბრალს მოსკოვს კი არა, დასავლეთს სდებს.

რას შეიძლება ნიშნავდეს აგვისტოს ომის მე-16 წელს 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა და წინა ხელისუფლების მიმართ ბრალდებები?

- აუცილებელია ერთმანეთისაგან ცალსახად გავარჩიოთ პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც ხშირად საფუძვლად არაფერი უდევს და რეალურად განვითარებული პროცესები. ძალიან მიკვირს, რომ ასეთი რეალური და არც თუ ისე რთული ანალიზი ვერც ერთი ანალიტიკოსის ნაშრომში ვერ ამოვიკითხე. მართალია, შესაძლებელია ეს ჩემი უწიგნურობის ბრალია.

უპირველესად, გავითვალისწინოთ ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ტრაგედია არა პირველი ან მეორე მსოფლიო ომები, არა ჰოლოკოსტი, არა სტალინისა დუ ჰიტლერის რეპრესიების მსხვერპლი, არამედ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. დავაკვირდეთ ამ სიტყვებს, რომელთა უკან შესაბამისი იდეოლოგიაა.

როგორც ყველა ჩია ტანის დიქტატორს, მაგალითად იულიუს კეისარს, ნაპოლეონს, ფრანცისკო ფრანკოს, ბენიტო მუსოლინის, ვლადიმერ ლენინს, იოსებ სტალინს, თუნდაც ადოლფ ჰიტლერს, ვლადიმერ პუტინს აშკარად გამოკვეთილი ეტატისტური მსოფლმხედველობა ახასიათებს და მისთვის სახელმწიფოს თუნდაც უმნიშვნელო პრობლემები ადამიანის თავისუფლებასა და სიცოცხლეზე მაღლა დგას.

მოარული, გადაუმოწმებელი ხმებით, პუტინმა თურმე დასძინა: „რად მინდა სიცოცხლე, თუ ამაყი რუსეთი არ იარსებებს“. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ მის მახინჯ აზროვნებაში საბჭოთა კავშირი და რუსეთი ერთი და იგივე ქვეყანაა, რომელიც ურყევ საზღვრებში უნდა არსებობდეს.

საბჭოთა კავშირის აღდგენა პუტინმა საქართველოდან დაიწყო. მან ერთხელ თქვა, რომ საქართველოში ომისთვის იგი 2006 წლიდან ემზადებოდა და ამიტომაც რუსული სამხედრო ბაზები ქვეყნიდან გაიყვანა. ასე, რომ ნუ იქნება ქალბატონი სალომე ასეთი ამაყი თავისი დიპლომატიური მიღწევებითსაქართველოში ომი კი პუტინს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოდან ჩამოშორებისთვის უნდოდა, თანაც ისე, რომ გაეროს წესდება უხეშად არ დაერღვია. ამისთვის კი მან კოსოვოს პრეცედენტი გამოიყენა, რომელიც, ჩემი აზრით, პრეზიდენტ ბუშის გამოუსწორებელი შეცდომა იყო.

ამრიგად მიმაჩნია, რომ ურთიერთბრალდებები რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევი მიზეზების გამო არაფრის მომცემია. რაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას, ომი მაინც დაიწყებოდა.

საქართველოში ომი კი პუტინს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოდან ჩამოშორებისთვის უნდოდა, თანაც ისე, რომ გაეროს წესდება უხეშად არ დაერღვია. ამისთვის კი მან კოსოვოს პრეცედენტი გამოიყენა, რომელიც, ჩემი აზრით, პრეზიდენტ ბუშის გამოუსწორებელი შეცდომა იყოამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ 2014 წლის ყირიმის ანექსია, და აღმოსავლეთ უკრაინაში იმ დროს განვითარებული მოვლენები. რუსეთ-უკრაინის ომი კი ნეო ექსპანსიონისტური პოლიტიკის გაგრძელებაა, თუმცა ამას პირადი შურისძიების ელემენტიც ემატება.

- პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიას შეხვდა და საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე განცხადებებიც გააკეთა.

პრეზიდენტმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკა. პრეზიდენტმა თქვა - „მტერი არის რუსეთი, რაც „ოცნებამ“ როგორც ჩანს, დაივიწყა“. მისივე თქმით, "ყველაფერი შეჩერებულია არჩევნებამდე - ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება“. მან ასევე თქვა, - „აღმაშფოთებელია პრემიერის სიტყვები, რომ თურმე, ოკუპირებული ტერიტორიები არის მოცემულობა“.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავდა „ქართული ქარტია“ , რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს, პრეზიდენტი საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

ახლა როცა არჩევნებამდე 85 დღეღაა დარჩენილი, თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გააქტიურებას, მის მიერ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს მმართველი გუნდის მისამართით?

- პოლიტიკურ განცხადებებს, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რეალური პროცესები პრიორიტეტულია. ქარტიაც კარგია, მისი ხელმოწერაც კარგია, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბება არარეალურია, თანაც არა მგონია, რომ შედეგიანი გამოდგეს.

მთავარ ოპოზიციურ ძალად ისევ „ნაცმოძრაობა“ გვევლინება და საქართველოში ძალიან ბევრია ადამიანი, რომლისთვისაც ეს პარტია აბსოლუტურად მიუღებელია. ტყუილად ხომ არ ეძახის „ქართული ოცნება“ ყველა მეტ-ნაკლებად რეიტინგულ პარტიას „გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას“.

ახლა თქვენ კითხვას დავუბრუნდეთ. პრეზიდენტის კრიტიკა არახალია, ეს ყველაფერი უკვე არაერთხელ თქმულა, ისიც გასაგებია, რომ არჩევნების შემდეგ დასავლეთის საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკის გადატვირთვა მოხდება, რომელ მხარეს - ამას არჩევნების შედეგები გვაჩვენებს.

პრეზიდენტის კრიტიკა არახალია, ეს ყველაფერი უკვე არაერთხელ თქმულა, ისიც გასაგებია, რომ არჩევნების შემდეგ დასავლეთის საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკის გადატვირთვა მოხდება, რომელ მხარეს - ამას არჩევნების შედეგები გვაჩვენებსის, რაც ახლა ხდება, კი სავსებით გასაგებია. ქართველ პოლიტიკოსებს საქართველოს ბედი კი არ აინტერესებთ, არამედ, როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, თავის ადგილი პოლიტიკურ პროცესში.

ყველა მოვლენა, რომელსაც თვალნათლივ ვხედავთ, ზუსტად ამ თვალთახედვით უნდა გავაანალიზოთ, მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის ჩამოშორება ოპოზიციური პარტიიდან. მიხვდებით, ვისაც ვგულისხმობ.

- პრეზიდენტმა კითხვაზე არსებობს თუ არა ქარტიის ხელმომწერებს შორის ტექნიკურ მთავრობაზე შეთანხმება უპასუხა - „არა, ჭიდაობენ ჯერ“.

მას ასევე თქვა - „ვაგრძელებ ქმედებებს, რაც მევალება, ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ - მაინტერესებს როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები“. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ამ თემაზე მმართველი გუნდიდან დეპუტატმა ღუდუშაურმა თქვა - „რაის დებატები - ტოლი ნახოსო“!

გაქვთ იმის მოლოდინი, რომ „არაევროპულ კანონთან“ პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს და „შევა ისტორიაში“?

თქვენი აზრით, ბატონი ივანიშვილი მიიღებს პრეზიდენტის წინადადებას და დათანხმდება და მონაწილეობას მიიღებს მასთან დებატებში?

- შეიძლება ვცდები, მაგრამ ორივე კითხვაზე ჩემი პასუხი უარყოფითია, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი საბოლოო არ იქნება, წინ სტრასბურგის სასამართლოცაა.

საერთოდ, ამ ბოლო დროს პრეზიდენტის როლი მკვეთრად გაიზარდა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეურაცხმყოფელი სიტყვები ზუსტად პრეზიდენტის ინსტიტუციური და პირადი მნიშვნელობის დაკნინებას ემსახურება.

მაგრამ ჩვენ კარგად ვისწავლეთ პწკარებს შორის კითხვა და, ჩემი აზრით, ამ მცდელობასაც ზუსტად საწინააღმდეგო შედეგი ექნება: თუ გინდა ადამიანის მნიშვნელობა შეასუსტო, მას საერთოდ ყურადღება არ უნდა მიაქციო.

წაიკითხეთ სრულად