"ოკუპაცია დავიწყებული არაა, არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ! - საქართველო მყარად დარჩება ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს" - კვირის პალიტრა

"ოკუპაცია დავიწყებული არაა, არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ! - საქართველო მყარად დარჩება ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს"

ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, საქართველო მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს.

“აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!

საქართველო მყარად დარჩება საკუთარ ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს”, - წერს ზურაბიშვილი.

IPN