"დამაბრალეს, თითქოს მთავრობის პროპაგანდისტი ვიყავი. ზოგიერთი "ჰეითერი" იმასაც კი ამბობს, რომ ბნელი ვარ, ქალთმოძულე" - კვირის პალიტრა

"დამაბრალეს, თითქოს მთავრობის პროპაგანდისტი ვიყავი. ზოგიერთი "ჰეითერი" იმასაც კი ამბობს, რომ ბნელი ვარ, ქალთმოძულე"

რის გამო საყვედურობს ბოლო დროს რეპერს მამამისი

"პატიება შემიძლია, თუ ადამიანი გულწრფელად დამანახვებს, რომ დანაშაულს ხვდება", - ამბობს რეპერი მასტერი (გიორგი გაჩეჩილაძე). რას საყვედურობს მამა, რისი სურვილი აქვს ყოველთვის, რომელი თვისება მოსწონს საკუთარ ხასიათში, რომელ სუპერძალას უნდა რომ ფლობდეს და რა აკვირვებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ყველა მომღერალს ვეჯიბრები და დარწმუნებული ვარ, ვიგებ. ჩემს მსმენელთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ვპასუხობ მათ კომენტარებს, შეკითხვებს. ზოგიერთი "ჰეითერი" იმასაც კი ამბობს, რომ ბნელი ვარ, ქალთმოძულე და ა.შ. ახლახან ერთმა მსმენელმა მომწერა, თუ შეიძლება, იმ ფსიქოლოგის სახელი და გვარი მითხარი, ვისთანაც დადიხარ, რადგან გასაოცრად კარგი ნერვები გაქვსო. ნებისმიერ კრიტიკას თუ ლანძღვას ეთიკურად ვპასუხობ..."

" ამერიკაში შტატის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დამასახელეს. მაშინ საქართველოში სათადარიგო ფეხბურთელი ვიყავი, ამერიკაში წავედი და ბომბარდირი გავხდი, სეზონზე 23 გოლი გავიტანე. ეს ყველაფერი 14-15 წლის ასაკში ხდებოდა. იქაურ სკოლის გაზეთში იბეჭდებოდა ეს ამბები და გამოხმაურებებიც ძალიან მასშტაბური იყო..."

4-copy2-1723101062.jpg

"ჩემი სავიზიტო ბარათია გულწრფელობა. დედა ხშირად მეუბნება, ზედმეტი გულწრფელობა არ ვარგა, ხანდახან ადამიანებმა შეიძლება სწორად ვერც გაგიგონო. მე კი უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა გულწრფელი ვარ... სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი, თუმცა ქცევებით ვიყავი იდეალური, ძალიან ზრდილობიანი და თავაზიანი..."

"საკუთარი თავის მართვას ყველა სიტუაციაში ვახერხებ. დამაბრალეს, თითქოს მთავრობის პროპაგანდისტი ვიყავი. შეიძლება ჩემი აზრი იგივე იყოს, რაც მმართველი პარტიის აზრია ან რაღაც საკითხში, რომელიღაც ოპოზიციური პარტიის აზრს ემთხვეოდეს. ერთმა გოგომ დამიწერა, მსოფლიოში ერთი რეპერი მაინც დამისახელე, რომელმაც მთავრობას მხარი დაუჭირაო. ქანიე უესტის და დონალდ ტრამპის ცნობილი ფოტო დავუდე. მისი პასუხი იყო, - ქანიე უესტის ედრებიო? ეს ჩემთვის უტიფრობაა. თავად ხომ მთხოვა, ერთი მაინც დამისახელეო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 8 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე