ოკუპანტის ოკუპაცია: კურსკის ბრძოლა - არის თუ არა კურსკის ატომური სადგურის ხელში ჩაგდება უკრაინელების მთავარი მიზანი?! - კვირის პალიტრა

ოკუპანტის ოკუპაცია: კურსკის ბრძოლა - არის თუ არა კურსკის ატომური სადგურის ხელში ჩაგდება უკრაინელების მთავარი მიზანი?!

კურსკის ატომური სადგური-უკრაინელების მოულოდნელიშეტევის მთავარი მიზანი თუ სულ სხვა გეგმები?

მესამე დღე დაიწყო, რაც რუსეთთან სრულმასშტაბიან, სამწლიან ომში მყოფმა უკრაინამ კურსკის ოლქზე ისეთი სერიოზული შეტევა განახორციელა, რაც რუსეთის ფედერაციას თავის ტერიტორიაზე არ უნახავს 1992 წლიდანმოყოლებული...6 აგვისტოს, დილას, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზირებული ბრიგადის დანაყოფებმა, გაძლიერებულმა სპეცდანიშნულების რაზმებით ,ჯავშანტექნიკითა და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, საკუთარი არტილერიისა და კამიკაძე-დრონების ინტენსიური მხარდაჭერით, გადალახეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი კურსკის ოლქის ქალაქ სუჯასთან და წარმატებით წაიწიეს წინ...

უკრაინის არმიის ეს წარმატება განპირობებული იყო, ერთი მხრივ, მოულოდენლობის ეფექტით და მეორეც - უკრაინის დაზვერვამ დაადგინა,რომ საზღვარს ამ მონაკვეთზე მხოლოდ რუსეთის „ეფ-ებ-ეს“ სასაზღვრო სამსახურისა და„საზღვრის გადაკეტვის“ ახლად შექმნილი პოლკის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცები იცავდნენ, ყოველგვარი ჯავშანტექნიკის გარეშე ,რადგან ტანკები და ჯავშანმანქანები კურსკის ოლქიდან რუსეთის გენშტაბს უკვე დიდი ხანია უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის ფრონტზე ჰქონდა გადასროლილი...

რუსი მესაზღვრეების სავალდებულო სამსახურის ერთწლიანი ჯარისკაცები რანაირი მებრძოლებიგამოდგებოდნენ, ადვილი მისახვედრია, რაც მალევე გამოჩნდა - უკრაინელმა მებრძოლებმა მალევე ტყვედ მრავალი რუსი მესაზღვრე აიყვანეს, ზოგიერთი ინფორმაციით 300 კაცამდეც კი...

1-kur-1723104915.jpeg
რამდენიმე დღეში გაირკვევა - უკრაინა აგრძელებს რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას და იქ ხსნის ფრონტის ხაზის ახალ მონაკვეთს თუ წარმატებული რეიდის შემდეგ უკან აბრუნებს თავის მებრძოლებს...

კურსკის ოლქში შეჭრისთანავე, უკრაინელმა გენერლებმა, კერძოდ კი მთავარსადალმა სირსკიმ გამოიყენა თავისივე ტაქტიკა, რომლითაც დიდი წარმატებას მიაღწია 2022 წლის შემოდგომაზე ხარკოვის ოლქიდან რუსი ოკუპანტების გაყრის დროს - 22-ე მექანიზირებულ ბრიგადასთან ერთად შეჭრილმა უკრაინული სპეცრაზმების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა დაიწყეს ყველა იმ გზების ბლოკირება, დანაღმვა, ჩასაფრებების მოწყობა, რომელთა გამოყენებითაც რუსეთის გენშტაბი დაგვიანებით ცდილობდა დამხმარე ძალების, მათ შორის ტანკების უნაგირა გამწევებით სასწრაფოდ გადასროლას საბრძოლო მოქმედებების ზონამდე. ასეთ რთულ პირობებში, რუსეთის არმიას რჩებოდა მხოლოდ ის, რომ შორი მანძილიდან გაშვებული ძვირადღირებული„ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტებით თავისივე ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში დაებომბა ის ადგილები, სადაც უკრაინული დანაყოფები ეგულებოდა...გარდა ამისა, რუსული ავიაციაც ახორციელებდაიერიშებს, მაგრამ უკრინულმა მხარემ ეს თავიდანვე გაითვალისწინა. კურსკის ოლქში შეჭრილ მის დანაყოფებს თან ახლდნენ მეზენიტეები, პლიუს უშუალოდ უკრაინის სუმის ოლქიდან მათ მხარს უჭერდნენ შორსმოქმედი„პეტრიოტის“ საზენიტო დანადგარებიც. ამასთან, რუსი პილოტები უფრთხიან უკრაინის მიერ ახლად მიღებული F-16-ებს, რომლებიც შორსმოქმედი „ჰაერი-ჰაერი“კლასის მართავადი რაკეტებით არიან შეიარაღებულნი...

ბრძოლები კუსკის ოლქში ამ წუთსაც გრძელდება დაუკრაინელი მებრძოლები ნაწილობრივ აკონტროლებენ ქალაქ სუჯას და საზღვრისპირა რამდენიმე სოფელს, თუმცა, სავარაუდოდ, ელოდებიან დამატებითი ძალების დახმარებას კურსკის ოლქის სიღრმეში წინ წასაწევად - შეიძლება კურსკის ატომური ელექტროსადგურის მიმართულებითაცკი, სადამდეც საზღვრიდან მხოლოდ 60-იოდე კმ-ი თუა...

არის თუ არა სწორედ კურსკის ატომური ელექტროსადგური უკრაინის გენშტაბის ოპერატიული გეგმის მთავარი სამიზნე, რომლის დაპყრობის შემთხვევაში, თითქოს კიევი მოსკოვს მის „გაცვლას“ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში შესთავაზებს, როგორც ამის შესახებ რუსი სამხედრობლოგერები იტყობინებიან? ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ საერიშო დაჯგუფებამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურამდე მიაღწიოს და მეორეც - ამას კიევს კატეგორიულად აუკრძალავენ ამერიკიდან და ევროპიდან, რადგან ატომური ელექტროსადგურების ბრძოლით აღების უდიდესი რისკი არავის უნდა, ისიც ეყოფათ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ევროპაში უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რაც ხდება...

მაშინ რა ძირითადი მიზნები შეიძლება ჰქონდეს უკრაინულ მხარეს რუსეთის ტერიტორიაზე ამ მოულოდნელი და ჯერ-ჯერობით წარმატებული შემტევი რეიდის დაგეგმვა-განხორციელების დროს?

2-kur-1723105063.png
რუსეთის კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონის დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის ქალაქ სუჯაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების რუკა...

პირველი - ეს არის რუსეთის არმიის მსხვილი დაჯგუფების მოხსნა ფრონტის სხვა ხაზიდან და რუსეთის კურსკის ოლქში გადასროლა უკრაინელების შეტევების შესაჩერებლად, რის შემდეგაც მოსკოვს მოუწევს თავისი განუწვეტელი იერიშების ინტენსივობის შემცირება იმავე დონბასის ფრონტზე.

მეორე - რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომი მაინც მიდის მოლაპარაკებების მაგიდამდე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წინ, რომელ მოწინააღმდეგე მხარესაც იმ მომენტში უკეთესი სიტუაცია ექნება ფრონტისხაზზე, ეცდება ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს...

მესამე - რუსეთი დღე-ხვალ მაინც მოახერებს დამატებითი ძალების მოგროვებას კურსკის ოლქში გადასასროლად და შეაჩერებს უკრაინულ მოიერიშე დაჯგუფებას, რის შემდეგ, კიევის გადასაწყვეტია - აგზავნის დამატებით ძალებს რუსეთის კურსკის ოლქში პოზიციური ბრძოლების გასაგრძელებლად და ფაქტობრივად ფრონტის ხაზის ახალი მონაკვეთის შესაქმნელად(რისი ლოჯისტიკურიუზრუნველოფა უკრაინის მხარეს გაუჭირდება), თუ ამ წარმატებულ მსხვილმაშტაბიან სადაზვერვო-დივერსიულ რეიდს ამთავრებს და თავის მებრძოლებს უკრაინის ტერიტორიაზე აბრუნებს...