"პოლიტიკური" სპეცოპერაცია ბარსელონაში - პოლიცია კატალონიის მთავარი სეპარატისტის დაკავებას ცდილობს - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური" სპეცოპერაცია ბარსელონაში - პოლიცია კატალონიის მთავარი სეპარატისტის დაკავებას ცდილობს

კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების მიზნით პოლიციამ „ოპერაცია გალია“ დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, პოლიცია ქალაქ ბარსელონიდან გასასვლელებს აკონტროლებს და საფრანგეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომობილებს ამოწმებს.

კატალონიის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუჩდემონი დღეს ესპანეთში დაბრუნდა და ბარსელონაში ასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.

ცნობისთვის, კარლეს პუჩდემონი ესპანეთიდან შვიდი წლის წინ, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის ორგანიზების შემდეგ გაიქცა. მის მიმართ დაპატიმრების ორდერია გაცემული. გასულ თვეში, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის მიერ კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ კანონის დამტკიცების მიუხედავად, კატალონიელი სეპარატისტების დაპატიმრების ორდერები ძალაში დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"