"ეს ხელისუფლება მალე დასრულდება და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ძმებს, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობენ" - კვირის პალიტრა

"ეს ხელისუფლება მალე დასრულდება და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ძმებს, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობენ"

ეს ხელისუფლება მალე დასრულდება და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ძმებს, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობენ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

აღსანიშნავია, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დღეს ერგნეთში იმყოფებოდნენ, სადაც აგვისტოს ომის მუზეუმი დაათვალიერეს.

„დღეს ერგნეთში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც 16 წლის წინ რუსული ჭურვები ცვიოდა, ქალბატონმა ლია ჩლაჩიძემ აგვისტოს ომის მუზეუმში გვიმასპინძლა, რომელიც ომის მძიმე ანაბეჭდებს პირვანდელი სახით ინახავს.

ეს მუზეუმი არის ჩვენი ისტორია, რომელიც ყველაზე მძიმე ტკივილს გვახსენებს.

ქალბატონმა ლიამ მითხრა, რომ მთავრობა არ მიდის მათთან - არც მივა, რადგან მისი კაპიტულანტური პოლიტიკა ამას არ ითვალისწინებს.

თუმცა ეს ხელისუფლება მალე დასრულდება და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ძმებს, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობენ.

მე მინდა მადლობა გადავუხადო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს დიდსულოვნებისა და საკუთარ მიწა-წყალზე მედგრად დგომისთვის!

დიდება გმირებს და დიდება ძლიერ საქართველოს!“,- განაცხადა ხაზარაძემ.