13 წლის დაჩი ქარჩავა იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი? - კვირის პალიტრა

13 წლის დაჩი ქარჩავა იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

13 წლის დაჩი ქარ­ჩა­ვა, რო­მელ­საც ოჯა­ხი გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ეძებ­და, ქო­ბუ­ლეთ­ში იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"მე­გობ­რე­ბო, დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას დაჩი იპო­ვეს ქო­ბუ­ლეთ­ში ერ­თმა კე­თილ­მა ქალ­ბა­ტონ­მა შე­ი­ფა­რა და ოჯახს და­უ­რე­კა ჯან­მრთე­ლად და უვ­ნებ­ლა­დაა და­ჩის დედა, ყვე­ლას პერ­სო­ნა­ლურ მად­ლო­ბას გიხ­დით" - წერს და­ჩის ახ­ლო­ბე­ლი.

დაჩი ქარ­ჩა­ვა სახ­ლი­დან გუ­შინ, ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვი­და.

"ტე­ლე­ფო­ნი ბო­ლოს ქო­ბუ­ლეთ­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და, მძღო­ლი ამ­ბობს რომ ბა­თუმ­ში წა­იყ­ვა­ნა. ვი­ცით, რომ აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა“ - გა­ნა­ცხა­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ დე­დამ, ნანა მარ­გა­ლი­ტა­ძემ.