იწყებს თუ არა უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს?! - რას აცხადებს ზელენსკის მარჯვენა ხელი - კვირის პალიტრა

იწყებს თუ არა უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს?! - რას აცხადებს ზელენსკის მარჯვენა ხელი

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის პოტენციური მოწვევა მშვიდობის მეორე სამიტზე არ უნდა იქნას განმარტებული, როგორც მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლის მონაწილეობა მომავალ სამშვიდობო სამიტში მართლაც შესაძლებელია და სწორედ ამ ადამიანს გადაეცემა „მშვიდობის ფორმულის“ 10 პუნქტიდან თითოეულის განხორციელების შეთანხმებული ერთობლივი გეგმა.

„მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას. არა, ამაზე არ არის საუბარი! ჩვენ გვსურს, რომ ასეთი შეხვედრაც კი, სადაც ეს გეგმა იქნება გადაცემული, იყოს არა უკრაინა-რუსეთის ფორმატში, არამედ ყველა ქვეყნის თანდასწრებით, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს გეგმას“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის ის წარმომადგენელი, ვისთან შეხვედრაზედ უკრაინა მზად იქნება.

"ინტერპრესნიუსი"