ქართველები კურსკის ბრძოლაში - „დიახ, დაზვერვის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც პირველი შევიდა კურსკში ქართველი გახლდათ”
მესამე დღეა, რაც უკრაინელები კურსკის ოლქზე შეტევას ახორციელებენ. 6 აგვისტოს, გამთენიისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადის დანაყოფებმა, გაძლიერებულმა სპეცდანიშნულების რაზმებით, ჯავშანტექნიკითა და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, საკუთარი არტილერიისა და კამიკაძე-დრონების ინტენსიური მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი კურსკის ოლქის ქალაქ სუჯასთან გადალახეს და ამ დრომდე წარმატებით მიწევენ წინ.
უკრაინელებმა კურსკის ოლქში შესვლას "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდეს, რუსებმა კი "მასშტაბური პროვოკაცია”. კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა, რუსი მაღალჩინოსნები მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებენ და ირწმუნებიან, რომ "ამიერიდან, სპეციალურმა სამხედრო ოპერაცია“ ღია ექსტრატერიტორიულ ხასიათს მიიღებს.რა ვითარებაა ახლა კურსკში და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ამის შესახებ ცნობებს ვანო ნადირაძე გვაწვდის:
- მიმდინარეობს ტერიტორიის გაფართოება, ჩემი ბიჭები გუშინ, სადღაც 15 კილომეტრის სიღრმეზე იყვნენ შესულები და 10 კილომეტრის სიგანის ტერიტორიას აკონტროლებდნენ, ახლა ეს 20 კილომეტრამდე გაიზარდა. ქალაქი სუჯას ადმინისტრაციულ შენობაზე უკვე უკრაინული დროშა ფრიალებს. ამაღამ კიდევ გაგრძელდება გაფართოება. გააგრძელეთ კითხვა