ქალი აეროპორტის საბარგო კონვეიერში გაიჭედა და გარდაიცვალა - უმძიმესი შემთხვევა აშშ-ში
უმძიმესი შემთხვევა მოხდა აშშ-ში. ქალაქ ო'ჰარის აეროპორტში ქალი საბარგო კონვეიერში გაიჭედა და გარდაიცვალა. ის ოჰარის ტერმინალის 5-ე ბარგის ზონაში იყო გაჭედილი.
ჩიკაგოს სახანძრო განყოფილება აეროპორტში დილის 7:45 საათზე გამოიძახეს და გადასცეს, რომ ქალი საბარგო კარუსელის მექანიზმში იყო გაჭედილი. თუმცა, მისი დახსნა დროზე ვერ მოხერხდა და 57 წლის ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.