რამდენი დაჯდა თბილისში საქართველოს ნაკრების საზეიმო დახვედრა?! - კვირის პალიტრა

რამდენი დაჯდა თბილისში საქართველოს ნაკრების საზეიმო დახვედრა?!

საქართველოს ეროვნული ნაკრების დაბრუნების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 354 400 ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის „2024 წლის 2 ივლისის განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომელიც 7 აგვისტოს გამოქვეყნდა.

„საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების EURO 2024-დან დაბრუნების აღსანიშნავად გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 354 400 ლარი,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

განაგრძე კითხვა