დააკავეს მამაკაცი, რომელმაც კურსკის ოლქში განადგურებული რუსული სამხედრო კოლონის ვიდეო გადაიღო - კვირის პალიტრა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც კურსკის ოლქში განადგურებული რუსული სამხედრო კოლონის ვიდეო გადაიღო

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც კურსკის ოლ­ქში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო კო­ლო­ნის ვი­დეო გა­და­ი­ღო, და­ა­კა­ვეს.

"FSB-ის ოფიც­რებ­მა და­ა­კა­ვეს კურსკის ოლ­ქის სო­ფელ ოქ­ტაბრსკო­ე­ის 48 წლის მკვიდ­რი, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გე­ბის გა­და­ღე­ბა­სა და ამ ვი­დე­ოს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნა­ში", - წერს რუ­სუ­ლი სამ­თავ­რო­ბო "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" Mash.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­მა, თით­ქოს­და, და­კი­თხვი­სას აღი­ა­რა, რომ ვი­დეო უკ­რა­ი­ნე­ლებს გა­უგ­ზავ­ნა და სა­ნაც­ვლოდ მას ფულს და "ნა­ტოს ერთ-ერთი ქვეყ­ნის" მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას დაჰ­პირ­დნენ.

ამავდრო­უ­ლად, არ­ხმა "ზვეზ­და" გა­ავ­რცე­ლა რე­პორ­ტა­ჟი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გა­და­ი­ტა­ნა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა კურსკის რე­გი­ონ­ში. Z-სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტებ­მა უკვე და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს "ზვეზ­და" პრო­ვო­კა­ცი­ა­ში. გააგრძელეთ კითხვა