"11 წლის იყო, როცა სეპარატისტებმა გაიტაცეს" - ტყვეობა, საყვარელი მწვრთნელის დაკარგვა, ულამაზესი მეუღლე და ცრემლიანი ტოკიოს ოლიმპიადა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულია. პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა. მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელია. ყველას ახსოვს გენოს ემოციური ვერცხლის მედალი 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე. ქართველი მოჭიდავესთვის მაშინ გადამწყვეტი ბოლო წამები აღმოჩნდა, რადგან მეტოქესთან სწორედ ბოლო წამში ერთი ქულით დამარცხდა.
ტიტულოვანი სპორტსმენისგან საქართველოს ოქროს მედლის მოლოდინი ჰქონდა, უმაღლეს ჯილდოს ელოდა თავად პეტრიაშვილიც, რომელიც დაჯილდოვების დროს ოლიმპიურ კვარცხლბეგზე ატირდა.
27 წლის ფალავანის ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. დღეს ყველა მედია იხსენებდა იმ დროს, როდესაც 11 წლის ასაკში გენო პეტრიაშვილი ტყვეობაში აღმოჩნდა. 2005 წლის 19 აგვისტოს, 11 წლის გენო, ქარელის რაიონის სოფელ ნულიდან, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ოსურ-ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ოკუპირებული ჯავის რაიონის მიმართულებით გაიტაცა. გააგრძელეთ კითხვა