კურსკში რუსული სამხედრო ავტოკოლონა უკრაინულმა „ჰაიმარსებმა“ რუსი პროპაგანდისტების „დახმარებით“ გადაბუგეს... - კვირის პალიტრა

კურსკში რუსული სამხედრო ავტოკოლონა უკრაინულმა „ჰაიმარსებმა“ რუსი პროპაგანდისტების „დახმარებით“ გადაბუგეს...

ჩვენ თავის დროზე იმაზე ვწუხდით, რომ რიგი ქართული ტელევიზიების მესვეურები თავიანთი უცოდინარობისა თუ ექსკლუზიური მასალით თავის მოწონების მიზნით, როგორც აფხაზეთის, ისე აგვისტოს ომში ქართული არმიის გადაადგილებაზე ისეთ ოპერატიულ ინფორმაციებს უშვებდნენ პირდაპირ ეთერში, რომ მოწინააღმდეგეს დაზვერვას მხოლოდ დივანზე წამოგორება და ტელევიზორის ყურებაღა დარჩენოდა...

თუმცა, როგორც აღმოჩნდა ასეთი „უნარით“ თურმე რუსი სამხედრო ბლოგერები და პროპაგანდისტებიც ყოფილან „დაჯილდოებულნი“- დღეს თავად რუსეთში სწორედ მათ აბრალებენ კურსკის ოლქში ქალაქ რილსკთან, სოფელ ოკტიაბრსკოეში იმ რუსული სამხედრო ავტოკოლონის განადგურებას, რაც უკრაინულმა „ჰაიმარსებმა“ ბრწყინვალედ შეასრულეს მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსი სამხედრო ბლოგერების მიერ ტელეგრამ-არხებზე განთავსებული ვიდეორგოლების მიხედვით სავარუდოდ გაშიფრა ამ რუსული სამხედრო ავტოკოლონის მოძრაობის მარშრუტი...

8-9 აგვისტოს ღამეს სოფელ ოკტიაბრსკოესთან ნელა მოძრაობდა ან სულაც დროებით შეჩერებული იყო რუსული სამხედრო ავტოკოლონა, რომელშიც 14 ერთეული სატვირთო „ურალი“ და „კამაზი“ შედიოდა.

2-k-1723279165.jpg
„კამაზის“ შეჯავშნულ კაბინაში მსხდომნი კი გადაურჩნენ უკრაინული „ჰაიმარსის“ კასეტური ქობინის აფეთქებას,მაგრამ შეუჯავშნავ,ტენტიან ძარაზე მყოფი რუსი ჯარისკაცები კი ვერა...

ეს ადგილი მხოლოდ 35 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან და სრულად შესაძლებელია, რომ იქიდან სტარტაღებული „ჰაიმარსის“ რაკეტები მისწვდნენ ამ სატვირთოების კოლონას.

დაზიანებების კვალი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინული „ჰაიმარსების“ რაკეტების საბრძოლო ქობინები კასეტური გახლდათ, რაზეც მიუთიეთებს „კამაზების“ შეჯავშნულ კაბინებზე და მინებზე დატოვებული გამზადებული დამაზიანებელი ელემენტების მოხვედრის კვალი, რომლებმაც ვერ შეაღწიეს „კამაზების“ შეჯავნულ კაბინებში და შიგ მსხდომი ოფიცრები ეტყობა გადარჩნენ, რასაც ვერ ვიტყვით ამავე სატვირთო მანქანების ძარებში მსხდარ რუს ჯარისკაცებზე, რომლებსად მხოლოდ წვიმისსაწინააღმდეგო ტენტი თუ იცავდათ-გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგათ ჩანს „კამაზების“ არაშეჯავშნულ ძარებზე დაყრილი სამხედროების ცხედრები...

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად ამ ავტოკოლონას უკრაინელების შეტევების შესაჩერებლად რუსეთის ლენინგრადის სამხედრო ოლქის 44-ე საარმიო კორპუსის ერთი ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიჰყავდა 14 მანქანით, სარაკეტო დარტყმის შედეგად მათ შორის დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა შეიძლება რამდენიმე ათეულსაც კი აღწევდეს...

სხვა მონაცემებით ამ სატვირთო მანქანებში თითქოს „პიატნაშკას“ ბრიგადის მებრძოლები ისხდნენ-ეს სწორედ შენაერთია, რომელიც 2014 წლიდან ჩამოყალიბდა სეპარატისტულ დონეცკში უკრაინელების წინააღმდეგ საბრძოლველად, ძირითადად ჩვენებური-აფხაზი და ოსი სეპარატისტების ხარჯზე და ძალზე საინტერესო იქნებოდა, თუკი გაირკვევა, რომ აგვისტოს ომის 16 წლის თავზე მათზე ჩვენი ჯავრი უკრაინელებმა იყარეს...