გივი მაჭარაშვილმა უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების სახელით გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს.
მაჭარაშვილმა ნახევარფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა.
იქამდე გივიმ ნიკოლას დე ლანჟი 12:2 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. sportall.ge