იმან ხალიფი, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია
ალჟირელი მოკრივე იმან ხალიფი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფინალურ რაუნდში მან ჩინელი მოწინააღმდეგე იან ლიუ ანგარიშით 5-0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ იმან ხალიფი ყურადღების ცენტრში მერვედფინალური ბრძოლის შემდეგ მოექცა - იტალიელმა ანჟელა კარინიმ ალჟირელი მეტოქე იმან ხელიფის დარტყმა ვერ აიტანა და ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
"ბრძოლა ვერ დავასრულე. ცხვირში მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი, მივხვდი, რომ გაჩერების დრო იყო. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი მატჩი იქნებოდა, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენაზეც უნდა მეფიქრა" - განუცხადა კარინიმ BBC-ს. გააგრძელეთ კითხვა