5:0 - გივი მაჭარაშვილმა მაგომედოვს მოუგო და ოლიმპიადის ფინალში გავიდა - კვირის პალიტრა

5:0 - გივი მაჭარაშვილმა მაგომედოვს მოუგო და ოლიმპიადის ფინალში გავიდა

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 27 წლის გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ნახევარფინალში პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი უშანსოდ, 5:0 დაამარცხა.

მერვედფინალში მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს (12:2), მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს (11:0) სძლია.

ხვალ, ფინალში მაჭარაშვილი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება. გააგრძელეთ კითხვა