სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - საქართველოს პარიზული თავგადასავალი გრძელდება - კვირის პალიტრა

სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - საქართველოს პარიზული თავგადასავალი გრძელდება

საქართველო ამ დროისთვის პარიზის ოლიმპიადაზე სამ ოქროს მედალს, ორ ვერცხლს და ერთ ბრინჯაოს ფლობს.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.მეორე ოქროს მედალი საქართველოს გენო პეტრიაშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალში ირანელი სპორტსმენი დაამარცხა. მესამე ოქრო კი, ლაშა ტალახაძემ აიღო - ის უკვე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

ასევე, საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.