" ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს - მისი და მისი პარტიის კურსი ნათელია" - კვირის პალიტრა

" ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს - მისი და მისი პარტიის კურსი ნათელია"

ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას!, -ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიზანია ოკუპანტ რუსეთში ქვეყნის შეთრევა, ევროპასთან კავშირების გაწყეტა და ქვეყნის იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან.

„ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას! მას არაფერი აქვს სათქმელი სახელმწიფოსთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია! ბიძინასი და თავისი პარტიის კურსი ნათელია - ეს არის ოკუპანტ რუსეთში ქვეყნის შეთრევა, ევროპასთან კავშირების გაწყვეტა და ქვეყნის იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან.

ეს არ არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი!

ამიტომ, 26 ოქტომბერს სწორედ ხალხი გასცემს მას პასუხს და გაისტუმრებს 12-წლიანი მმართველობიდან!“,- წერს ხაზარაძე.

ცნობისთის, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა.

„მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე", - აღნიშნა შაჰინმა.

"ინტერპრესნიუსი"