ხეილოს ხელი წაუცდა - დააკავეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რომელმაც 500 ათასი დოლარის ქრთამი აიღო - კვირის პალიტრა

ხეილოს ხელი წაუცდა - დააკავეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რომელმაც 500 ათასი დოლარის ქრთამი აიღო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, ენერგეტიკის მინისტრის დახმარებით, მისი მოადგილის მიერ ორგანიზებული მასშტაბური კორუფციული სქემა გაშიფრეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად კიევში ნახევარ მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე დააკავეს.

მედიის წყაროების ცნობით, საუბარია ალექსანდრ ხეილოზე.

"ინტერპრესნიუსი"