"მანქანა ამობრუნდა და..." - სენაკში ავტოკატასტოფას ახალგაზრდა ქალი ემხსვეროლა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა
სენაკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ოთხი პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 25 წლის ქალი დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, შედარებით მსუბუქი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"