საშიში ადგილები თბილისში - "ეს არის ჟვანიას ქუჩა, სადაც ახლა ისახება ახალი მეწყერი და მთაწმინდის ახალი მშენებლობები"
„გეოლოგიური კუთხით, ძალიან ბევრი პრობლემური ადგილია თბილისში,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ განაცხადა.
როგორც გეოლოგი აღნიშნავს, დედაქალაქში გეოლოგიურად სახიფათო ადგილებს მიეკუთვნება მთაწმინდა. კიდევ ერთი კრიტიკული ქუჩა, რომელზეც თვალჭრელიძემ ისაუბრა, არის ჟვანიას ქუჩა, სადაც მისი თქმით, ახალი მეწყერის ჩასახვა მიმდინარეობს.
„ძალიან ბევრი კრიტიკული ადგილია თბილისში. ამაზე ვსაუბრობ სულ, ეს არის ჟვანიას ქუჩა, სადაც ახლა ისახება ახალი მეწყერი. სიხარბეა, როცა აცლიან მთას ფერდს და შიგნით ჩაამონტაჟებენ სახლს - პირდაპირ ვამბობ, ეს არის მთაწმინდის ახალი მშენებლობები. ძალიან ბევრი პრობლემური ადგილია თბილისში,“ - განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.
გეოლოგთან ვისაუბრეთ ვაშლიჯვარში არსებულ სიტუაციაზეც. როგორც თვალჭრელიძე ამბობს, ვაშლიჯვარი ძველ, ყოფილ მეწყერზე დგას და საფრთხეს წარმოადგენს. ადგილზე დღემდე გამოწვევად რჩება მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.