დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო - რას სიმპტომები შეიძლება ვიგრძნოთ, რას გვირჩევენ ექიმები და ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს - კვირის პალიტრა

დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო - რას სიმპტომები შეიძლება ვიგრძნოთ, რას გვირჩევენ ექიმები და ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს

დედამიწაზე მაგნიტური ქარიშხალი გაძლიერდა - ის საშუალოდან, ძლიერად იქცა და G3 კატეგორია მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მაგნიტური ქარიშხალი დედამიწაზე 11 აგვისტოს დაიწყო და მას თავდაპირველად G1(სუსტი) კატეგორია მიენიჭა, თუმცა მალევე G2(საშუალო გახდა), 12 აგვისტოს დილისთვის კი, გაძლიერდა(G3). ამ სიმძლავრის ქარიშხალს შეუძლია ელექტრომოწყობილობების მუშაობაში შეფერხება გამოიწვიოს. მისი მაქსიმალური სიმძლავრება G5, რომელსაც ხელოვნური თანაგზავრების მუშაობისთვის და რადიოსიგნალებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. სავარაუდოდ, მაგნიტური ქარიშხალი 12 აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

ექიმების ინფორმაციით, მაგნიტური ქარიშხლების დროს ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ თავის ტკივილი, გულის რევა, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის ცვლილება, გადაღლილობის შეგრძნება, განწყობის გაუარესება და სახსრებში და კუნთებში ტკივილი.

რისკის ჯგუფს მიეკუთვნებია გულსისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ბავშვები და მოხუცები. რისკის ჯგუფს ის მოქალაქეებიც მიეკუთვნებიან, რომლებთაც დიდი ფიზიკური დატვირთვა ადგებათ ან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ. ექიმები გვირჩევენ, რომ ამ დროს მოვერიდოთ დიდ ფიზიკურ დატვირთვებს, სტრესს და კარგად გამოვიძინოთ.

ასევე დაგანიტერესებთ: ემუქრება თუ არა საქართველოს გეომაგნიტური ქარიშხლები - აისახება თუ არა ის ადამიანების ჯანმრთელობაზე?!