"ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა - ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან" - კვირის პალიტრა

"ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა - ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან"

ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კონგრესმენ მაიკ ტერნერის და სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, „მთავარი და აუცილებელია, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში არ ვიხილოთ, ისეთი პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული 4 წლის განმავლობაში, მაგალითად, რას აკეთებდა ამერიკის ყოფილი ელჩი“.

„არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო. ჩემთვის სამწუხაროა, ხშირად იმართება შეხვედრები, მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან, სენატორთან და კონგრესმენთან, თუმცა საუბრები საუბრებად რჩება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ამისთვის, პირველ რიგში მთავარი და აუცილებელია ის, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში არ ვიხილოთ, ისეთი პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული 4 წლის განმავლობაში, მაგალითად, რას აკეთებდა ამერიკის ყოფილი ელჩი. ამ ფონზე, ამ პრობლემების ფონზე, რაც ხელოვნურად შეიქმნა გასული 4 წლის განმავლობაში, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან“,- აღნიშნა პრემიერმა.

IPN