"გარეთ გასვლა სთხოვა და მრავლობითი დაზიანება სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენა, თავისსავე სახლთან" - რა მოხდა დიღომში ბიძაშვილებს შორის?
სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ქობულაშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა ბიძაშვილმა - ლევან ქობულაშვილმა საკუთარ სახლთან მიაყენა.
ვიდეო: "TV პირველი"