"დასაქმების კუთხით პრობლემები შემექმნა" - გაუპატიურების მცდელობა და ბრალი ცნობილ პრომოუტერს: როგორ ცხოვრობს მარტა ბარამიძე სკანდალის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"დასაქმების კუთხით პრობლემები შემექმნა" - გაუპატიურების მცდელობა და ბრალი ცნობილ პრომოუტერს: როგორ ცხოვრობს მარტა ბარამიძე სკანდალის შემდეგ?

"მას დიდი სა­ნაც­ნო­ბო ჰყავს და და­საქ­მე­ბის კუ­თხით პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა" - გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა და ბრა­ლი ცნო­ბილ პრო­დი­უ­სერს : რო­გორ ცხოვ­რობს მარ­ტა ბა­რა­მი­ძე სკან­და­ლის შემ­დეგ?

მარ­ტა ბა­რა­მი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, პრო­ექტ "მას­ტერ­შე­ფი­დან" და სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან“ გა­იც­ნო. მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გო­გო­ნას, გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბით, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად იპყრობ­და მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბას მძი­მე ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი. მარ­ტამ პირ­ვე­ლად სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო, აღ­მზრდე­ლი მშობ­ლე­ბი კი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ.

მარ­ტა აღ­მოჩ­ნდა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც გა­და­ცე­მა­ში სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა კაც­ზე, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ 16 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა სცა­და. მა­შინ მარ­ტა გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ვერ გა­და­ურ­ჩა გა­და­ტა­ნილ სტრესს და დღემ­დე მკურ­ნა­ლობს. მო­ძა­ლა­დის სა­ხე­ლი გა­და­ცე­მა­ში ღიად და­ა­სა­ხე­ლა, მე­ო­რე დღეს კი სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა, თუმ­ცა საქ­მე ჯე რარ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. რა ეტაპ­ზეა პრო­ცე­სი მარ­ტა ბა­რა­მი­ძე ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ და რა­ტომ ცდი­ლობ­და სა­ვა­რა­უ­დოდ დამ­ნა­შა­ვე ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას, ამ თე­მებ­ზე ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ვრცლად სა­უბ­რობს:

- მარ­ტა, 2023 წელს, ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში, ისა­უბ­რეთ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც თქვე­ნი სახ­ლში ჩა­კეტ­ვა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა სცა­და. მა­შინ 16 წლის იყა­ვით. რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ.

- გა­და­ცე­მის გას­ვლი­დან მე­ო­რე დღეს, პო­ლი­ცი­ა­ში მი­ვე­დი და ამ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი დავ­წე­რე, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად მოვ­ყე­ვი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. ჩვე­ნე­ბა­ში ასე­ვე და­ვა­სა­ხე­ლე მოწ­მე­ე­ბის ვი­ნა­ო­ბა, მო­ვი­პო­ვე ამ ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­ტაქ­ტე­ბი, რათა და­ე­კი­თხა ისი­ნი. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა და­კი­თხუ­ლია და და­ა­დას­ტუ­რეს მომ­ხდა­რი. მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით ვი­სა­უბ­რე, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­მო­მი­ცხა­და მხარ­და­ჭე­რა. ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძე პრო­მო­უ­ტე­რი იყო და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით დი­ჯე­ე­ბი ჩა­მოჰ­ყავ­და. ჩემი მო­ნა­ყო­ლის შემ­დეგ, ყვე­ლა ფეს­ტი­ვალ­მა შე­უ­ჩე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, არა­ვინ აღარ გა­მოთ­ქვა მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი. მას მხო­ლოდ ჩემი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უ­ჩე­რეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ეს კი­დევ უფრო მეტ ეჭვს ბა­დებს, რომ მა­თაც გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი ჰქონ­დათ ან შემ­ჩნე­უ­ლი ჰყავ­დათ მსგავს ქმე­დე­ბებ­ში.

აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ თა­ვად ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძე თუ გა­მო­გეხ­მა­უ­რათ ან მისი წრი­დან თუ ჰქონ­და ვინ­მეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მცდე­ლო­ბა?

- ბიკო არ დამ­კავ­ში­რე­ბია, არც მისი ახ­ლობ­ლე­ბი. ერ­თა­დერ­თი ვი­საც ვე­სა­უბ­რე და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­მი­ცხა­დეს, დღეს უკვე მისი ყო­ფი­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან. ბი­კოს­თან უკვე აღარ მე­გობ­რო­ბენ, რად­გან შიდა მცი­რე გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს არა­ერ­თი გო­გო­ნა, რომ­ლის მი­მარ­თაც ბი­კომ იძა­ლა­და. ბიკო ტრი­ა­ლებ­და ისეთ წრე­ში, სა­დაც ე.წ. ბაბ­ლია თავ­მოყ­რი­ლი. მათ­გან ბევ­რმა თქვა, რომ შემ­ჩნე­უ­ლი ჰყავ­დათ მსგავს ქცე­ვებ­ში და ყვე­ლა მზად არის მხარ­ში და­მიდ­გნენ, სა­სა­მარ­თლო­შიც კი. მიგ­ზავ­ნიდ­ნენ ასე­ვე მი­მო­წე­რებს, სა­დაც გო­გო­ნე­ბი აღი­ა­რებ­დნენ, რომ ბი­კოს მათ­თა­ნაც ჰქონ­დათ მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა. გა­მო­დის, რომ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და და ხმას არა­ვინ იღებ­და. არა­ვინ იყო მზად რომ ამა­ზე სა­ჯა­როდ ესა­უბ­რათ და ეს ადა­მი­ა­ნი შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ნამ ჩვენ არ შეგ­ვე­ხე­ბა ან ჩვენს ახ­ლო­ბელს, ადა­მი­ა­ნებს არ სტკი­ვათ სხვი­სი სატ­კი­ვა­რი.

- ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძე თუ და­ი­კი­თხა?

- დიახ, ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფს. ასე­ვე სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და. პირ­ვე­ლად, გა­და­ცე­მის გას­ვლი­სა და ჩემს მიერ სა­ჩივ­რის და­წე­რი­დან მე­ო­რე დღეს. თუ ის უდა­ნა­შა­უ­ლოა, რა­ტომ ტო­ვებ­და ქვე­ყა­ნას. თა­ვი­დან არ უშ­ვებ­დნენ, თუმ­ცა მას ჰყავს სამ­თავ­რო­ბო წრე­ებ­ში ახ­ლობ­ლე­ბი და რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მაც კი და­რე­კა, რომ სა­ზღვარ­ზე გა­ეშ­ვათ. ახლა არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია სად არის, გა­მო­ძი­ე­ბა და­ა­ზუს­ტებს. ცოტა ხნის წინ საქ­მის პრო­კუ­რორს შევ­ხვდი. ახლა სხვა პი­როვ­ნე­ბაა, წინა შე­იც­ვა­ლა და ძა­ლი­ან და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი სა­უ­ბა­რი გვქონ­და. ვე­ლო­დე­ბი რა შე­დე­გი დად­გე­ბა, ვნა­ხოთ, იმედს არ ვკარ­გავ და ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებ, სა­ნამ ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე არ მი­ვიყ­ვან.

- ენ­დო­ბით გა­მო­ძი­ე­ბას?

- უი­მე­დოდ არ ვარ, ამ შემ­თხვე­ვა­ში სარ­ჩელ­საც აზრი არ ექ­ნე­ბო­და. მომ­ხდა­რი­დან დიდი დროა გა­სუ­ლი, მაგ­რამ იმ­დე­ნად მყა­რი ფაქ­ტე­ბი მაქვს თა­ვი­სი მოწ­მე­ე­ბით, რომ იმე­დი მაქვს ჩემს მხა­რეს და სი­მარ­თლის მხა­რეს დად­გე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ, სა­ნამ შე­დე­გი არ დად­გე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი ასე მარ­ტი­ვად არ უნდა გა­და­ად­გილ­დე­ბო­დეს. ყვე­ლას ერთი ფსი­ქი­კა არ აქვს და არა­ვინ იცის, ვის­თვის რა დროს ამო­ხეთ­ქავს ეს და რა ფორ­მით. ამის გამო, მე დღე­საც გავ­დი­ვარ ფსი­ქო­თე­რა­პი­ას. იხილეთ სრულად