მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, 62 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა - სენაკში ავარია მსხვერპლით დასრულდა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს 62 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"