თბილისიდან გუდამაყარში გადასახლებული წყვილი, რომელიც წლების წინ მყინვარწვერზე ქორწილით გაიცნეს
ამ ზაფხულს 9 წელი გახდა, რაც გუდამაყრელების რძალი გახდა და ხეობა, ადგილობრივი ყოფა კარგად გაიცნო. სამი წლის წინ კი, უკვე ოჯახთან ერთად, იქ მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა. როგორია ქალაქელი გოგოს თვალით დანახული გუდამაყარი, როგორ ცხოვრობს არც ისე მარტივ პირობებში, ამას AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.
მანამდე გეტყვით, რომ ხატია სუხაშვილი პროფესიით მხატვარია, ფერმწერი, მაგრამ ახლა თავისი პროფესიისთვის ჯერჯერობით ვერ იცვლის, უფრო მნიშვნელოვანი საკითხს არის შეჭიდებული, რომელიც მეუღლესთან, გიორგი ბექაურთან ერთად დაგეგმა. შეგახსენებთ, რომ ეს ის წყვილია, რომელმაც 2015 წელს ჯვარი მყინვარწვერზე არსებულ სამლოცველოში დაიწერა...
ხატია სუხაშვილი:
რაც დავქორწინდით, მთელ ზაფხულს აქ ვატარებდით, შეჩვეული ვიყავი აქაურ სიტუაციას, ყველაფერი დეტალურად ვიცოდი, რასთან მომიწევდა შეჯახება და რა სირთულეებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. გიორგის ძალიან უყვარს გუდამაყარი და მაქსიმალურად ვეცადე, ამ ყველაფერს მეც ავწყობოდი... მინდოდა, ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა და მისთვისაც სასიამოვნო იქნებოდა. კოტეჯის აშენება მოვიფიქრე, რომ ხეობა გამოგვეცოცხლებინა, თან ტურისტულად აქტიური გაგვეხადა. ამ კუთხით ჩვენი ხეობა ვერ დაიკვეხნის, არ არის აქტიური.
რა არის ამის მიზეზი?
- ჩემი აზრით, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში - გზა, რადგან უკვე ყველა შეეჩვია იმას, რომ მაღალ მთიან ადგილებშიც ასფალტიანი გზით, მარტივად მიდიან. აქ ზოგან მოხრეშილი და ზოგან გრუნტის გზაა, ამ გზაზე რომ არ იარონ და ავტომობილიც არ დააზიანონ, ურჩევნიათ, ბუნება სხვაგან ნახონ... მეორე მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიც ვთქვათ, თუშეთსა და სვანეთშია, არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ტბები ხეობაში გვაქვს, მაგრამ ხალხისთვის ისინი ცნობილი არ არის... ამიტომ ცნობადობის ამაღლებაა საჭირო. სანამ გავთხოვდებოდი, მეც არ ვიცოდი, გუდამაყარი სად იყო. ერთადერთი გოდერძი ჩოხელის წიგნებით და ფილმებით ვიცნობდი აქაურობას... ჩვენს კოტეჯშიც ხალხი რომ მოდის, მეკითხებიან, - სად არის გუდამაყარი, როგორ მოვიდეთო. ზოგს გუდამაყარი ერთი კონკრეტული სოფელი ჰგონია, ზოგს - ხევსურეთი და ა.შ. იხილეთ სრულად