ვინ არიან ტყუპი ძმები, რომლებიც ზუგდიდში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ? - კვირის პალიტრა

ვინ არიან ტყუპი ძმები, რომლებიც ზუგდიდში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ?

ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

სოციალურ ქსელში, ჯგუფებში გარდაცვლილი ბავშვების ფოტოები ვრცელდება.

455316903-8269729353093172-7733253248860936915-n-1723538134.jpg

როგროც ცნობილია, ხანძარს გადარჩენილი და-ძმის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილობრივების თქმით, სოციალურად დაუცველი მოზარდები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაახლოებით, ორი თვის წინ დაუბრუნა.

„ყველაფერი კვამლში იყო გახვეული. აღნიშნული ოჯახი აქ ქირით ცხოვრობდა. მათთან კონტაქტი არც მქონია. ოთხი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ცეცხლის გაჩენის დროს ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ. ამბობენ, დედა ხშირად ტოვებდა შვილებს მარტოო, მაგრამ მასაც რა ექნა, ხომ უნდა ემუშავა, რომ ბავშვები დაეპურებინა?! უფროსმა ბავშვებმა ხანძარს თავი დააღწიეს, თუმცა დაზიანებები აქვთ მიღებული და ორივე კლინიკაშია მოთავსებული. დაღუპულები ტყუპები იყვნენ. როგორც ვიცით, ბავშვები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ და რამდენიმე თვის წინ სოციალურმა სააგენტომ დედას დაუბრუნა. უფროსი გოგო ძალიან ჭკვიანია და პატარებს დედის არყოფნის დროს, ის აქცევდა ყურადღებას“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ბავშვების დედა:

"თქვენ მაინც მითხარით... შვილებს ვფიცავარ, თხილზე ვიყავით სამუშაოდ წასული, აქაა ჩემი მეუღლეც"