"ჰუსიტებმა" იემენში გაერო-ს შტაბ-ბინა დაიკავეს - რას აცხადებს უმაღლესი კომისარი - კვირის პალიტრა

"ჰუსიტებმა" იემენში გაერო-ს შტაბ-ბინა დაიკავეს - რას აცხადებს უმაღლესი კომისარი

ჰუსიტებმა“ იემენის დედაქალაქში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის შტაბ-ბინა დაიკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი ავრცელებს.

ვოლკერ თურქის ცნობით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ სანაში მდებარე გაერო-ს შენობა 3 აგვისტოს დაიკავეს და თანამშრომლებს დოკუმენტების, ავეჯისა და ავტომობილების გადაცემა აიძულეს.

„ანსარ ალაჰის ძალებმა შენობა უნდა დატოვონ და ყველა ნივთი დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნონ“, - განაცხადა ვოლკერ თურქმა.

"ინტერპრესნიუსი"