მამარდაშვილმა "ლივერპულს" თანხმობა განუცხადა ? - ფაბრიციო რომანო ქართველი მეკარის "მერსისაიდელებში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს
"ლივერპული" მამარდაშვილის შეძენას სერიოზულად განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა, მიუხედავად იმისა, რომ იჯარის წესით, ერთი სეზონის სხვა კლუბში გატარება მოუწევს.
"ვალენსია" ქართველი კარის დარაჯის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს და თუ "წითლები" "ღამურების" პირობებს დათანხმდებიან, ტრანსფერი მალე დაიხურება.
მამარდაშვილის იჯარის წესით დამატებით, ყველაზე მეტად, "ბორნმუთია" დაინტერესებული, მაგრამ ყველაფერი "ლივერპულის" გადასაწყვეტია.