თბილისში ავარიამ მოტოციკლის მძღოლი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

თბილისში ავარიამ მოტოციკლის მძღოლი იმსხვერპლა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა.

როგორც შსს-ში ინტერპრესნიუსს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"