"მაღალი ალბათობით საქმეში დევს მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკების ჩვენებებიც... ახლა არკვიონ, ბოლო პერიოდში ვინ იყო ამერიკაში და ვინ არის "ვირთხა"
"ჰელსინკის კომისიის უაღრესად სკანდალური განცხადება, რაც დიდი ალბათობით საკმარისი მტკიცებულებებით არის გამყარებული, ნიშნავს რომ ხელისუფლება სერიოზული დოზით კრიმინალიზებულია…" - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმითვე, შესაძლოა, შესაბამისი ფაქტები აშშ-ს ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია.
"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი ფაქტები აშშ-ს ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია. მათი გასაჯაროვება კი გადაწყდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე ვიზიტის დროს სენატორები საბოლოოდ დარწმუნდნენ ხელისუფლების მხრიდან ვექტორის ცვლილების პროცესის შეუქცევად ხასიათში.
P.S. მაღალი ალბათობით საქმეში დევს მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკების (ოქროს მოწმეები) ჩვენებებიც. ახლა არკვიონ, ბოლო პერიოდში ვინ იყო ამერიკაში და ვინ არის "ვირთხა", - წერს ხუხაშვილი.