"რა­ნა­ი­რად ჩუ­მად წახ­ვე­დი, არ გე­კად­რე­ბო­და უხ­მა­უ­როდ გა­პარ­ვა ჩე­მებ­თან" - გარდაიცვალა აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი ლევან შენგელია - კვირის პალიტრა

"რა­ნა­ი­რად ჩუ­მად წახ­ვე­დი, არ გე­კად­რე­ბო­და უხ­მა­უ­როდ გა­პარ­ვა ჩე­მებ­თან" - გარდაიცვალა აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი ლევან შენგელია

გარ­და­იც­ვა­ლა აშშ-ში მცხოვ­რე­ბი მუ­სი­კო­სი ლე­ვან შენ­გე­ლია. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ.

"რა­ნა­ი­რად ჩუ­მად წახ­ვე­დი, არ გე­კად­რე­ბო­და ასე ჩუ­მად და უხ­მა­უ­როდ გა­პარ­ვა ჩე­მებ­თან... შერ­მი­კოს უყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან! შენ ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მაე იქ­ნე­ბი ყო­ველ­თვის! ძაან მატ­კი­ნე გული, არ ვი­ყა­ვი ამის ღირ­სი შენ­გან, ხო მი­თხა­რი კარ­გად ვარო… ძაან მო­მე­ნატ­რე­ბი იცო­დე, მო­მი­კი­თხე ჩე­მე­ბი და იქ აცი­ნე ბევ­რი ჩვენ ის­ტო­რი­ებ­ზე… ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, შეხ­ვედ­რამ­დე, ჩემო გენ­კა მგო­ბა­რო, ღმერ­თო, ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ამას შენ­ზე ვწერ…. ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნია სამ­ყა­რო უშე­ნოდ", - წერს მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი.

ის წლე­ბის წინ წა­ვი­და უცხო­ეთ­ში, სა­დაც წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობ­და.

"მე­სა­მე კურ­სზე სწავ­ლის დროს, 1991 წელს თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ამე­რი­კე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, მათ შო­რის იყო ჯუ­ლი­ან ლე­ნო­ნი (ჯონ ლე­ნო­ნის შვი­ლი). ენა არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ მუ­სი­კამ "თა­ვი­სი ქნა" და მე იქვე, თარ­ჯიმ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მთხო­ვეს, ჩემი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ამე­რი­კა­ში გა­მეგ­ზავ­ნა. სულ მალე, ზუს­ტად 14 მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღე. ავირ­ჩიე ჩემ­თვის სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გზავ­რე.

სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ი­ა­მი­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც გე­ნი­ა­ლურ კუ­ბელ მუ­სი­კო­სებ­თან მოვ­ხვდი. სრუ­ლი სი­გი­ჟე იყო, მათ გვერ­დით მუ­შა­ო­ბა მსი­ა­მოვ­ნებ­და. ლა­თი­ნუ­რი მუ­სი­კა კარ­გად შე­ვის­წავ­ლე, მერე და­ვი­წყე მოგ­ზა­უ­რო­ბა და ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა შე­მო­ვი­ა­რე", - ჰყვე­ბო­და მუ­სი­კო­სი ჟურ­ნალ "გზას­თან" 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში.

გა­თა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან: - არ მიყ­ვარს ხალ­ხმრავ­ლო­ბა, ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა. ვით­რგუ­ნე­ბი, როცა ზედ­მე­ტად მა­ქე­ბენ. ცხა­დია, ეს სა­სი­ა­მოვ­ნოც არის, მაგ­რამ მე­რი­დე­ბა. ვინ­მე რომ მე­ტყვის, მა­გა­რი მუ­სი­კო­სი ხარო, ავი­წუ­რე­ბი ხოლ­მე. არას­დროს ვარ ჩემი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი და არას­დროს ვუს­მენ სა­კუ­თარ მუ­სი­კას. როცა უნდა გა­და­ვა­მოწ­მო რა­ღაც, იმ თვალ­საზ­რი­სით თუ მო­ვუს­მენ და მერე - შან­სი არ არის.

3-4 თვის წინ უც­ნა­უ­რად ვიგ­რძე­ნი თავი და ექიმ­თან მი­ვე­დი. მა­ნამ­დე დი­ე­ტა­ზე ვი­ყა­ვი, თან რა­ღაც სა­მა­ჯუ­რი მომ­ცეს, - წო­ნის კლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბაო... მოკ­ლედ, ექი­მებ­მა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­მი­ჩი­ნეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პირ­ვე­ლი სტა­დია იყო. აი, ამის შემ­დეგ ნამ­დვი­ლად მივ­ხვდი, ხალ­ხს თურ­მე რო­გორ ვყვა­რე­ბი­ვარ. მა­ნამ­დეც არ მაკ­ლდა სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა, მაგ­რამ როცა ჩემი ავად­მყო­ფო­ბის ამ­ბა­ვი გამ­ჟღავ­ნდა, ნამ­დვი­ლი შე­მო­ტე­ვა მა­შინ და­ი­წყო, თან ისე­თი, რომ დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მე­ტი­რე­ბა ხოლ­მე. სა­ოც­რე­ბებს სჩა­დი­ან ჩემი ქარ­თვე­ლე­ბი და ალ­ბათ, ეს ავად­მყო­ფო­ბა უნდა გა­და­მე­ტა­ნა, მათი ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი რომ მეგ­რძნო... იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გავ­დი­ო­დი, ვე­რი­დე­ბო­დი გა­რეთ გას­ვლას, რომ რა­ი­მე ვირუ­სი არ ამ­კი­დე­ბო­და. ჰოდა, არა მარ­ტო ახ­ლობ­ლე­ბი თუ ნაც­ნო­ბე­ბი, უც­ნო­ბე­ბიც მი­რე­კავ­დნენ. ფი­ნან­სებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მაქვს, აქ სას­წა­უ­ლე­ბი მოხ­და. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ქარ­თვე­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თის მხარ­ში დგო­მა ვი­ცით, მაგ­რამ... არ ვიცი, რო­გორ გად­მოგ­ცეთ ის სი­გი­ჟე, რაც აქ ხდე­ბო­და. აი, მა­გა­ლი­თად, ალას­კა­დან ლი­მონს მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, ფლო­რი­დი­დან - თაფლს და პუ­ერ­ტო-რი­კო­დან - გარ­გარს, ყვე­ლა­ფე­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი უნდა მი­ი­ღოო. აი, ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი.

- მკურ­ნა­ლო­ბის ეტა­პი დას­რულ­და და ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის?

- მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი დამ­რჩა გა­სავ­ლე­ლი, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად, პრობ­ლე­მა დაძ­ლე­უ­ლია... ისე, მოდი, ამ მო­კი­თხვე­ბის მე­ო­რე მხა­რე­ზეც ვი­ტყვი: უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლებ­მაც რომ და­ი­ნა­ხეს, გავ­ხდი, მო­წე­რა და­ი­წყეს: მას­წავ­ლე შენი დი­ე­ტაო. კი­დევ, მი­რე­კავ­და, მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნი და მეც­ნო­ბო­და, რო­გორც ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი ან დოქ­ტო­რი და ა.შ. მირ­ჩევ­დნენ, - აი, ამის ფო­თო­ლი და­ღე­ჭეთ, კურ­კუ­მა ჭა­მეთ, ყვავს შე­ხე­დე­თო. მოკ­ლედ, "ნატ­ვრის ხის" პერ­სო­ნა­ჟი მე­გო­ნა თავი და ლა­მის გა­და­ვი­რიე, - ხალ­ხო, თავი და­მა­ნე­ბეთ-მეთ­ქი (იცი­ნის).

უა­რე­სიც და­მე­მარ­თა. ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, რომ ამ­ბო­ბენ, გა­ჭირ­ვე­ბულ კაცს ქვა აღ­მარ­თში მი­ე­წე­ვაო?! ჰოდა, სას­წა­უ­ლი შე­მემ­თხვა. მოკ­ლედ, როცა ონ­კო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა და­მიდ­გი­ნეს, კლი­ნი­კი­დან გა­მო­სუ­ლი მე­გობ­რის ელექტრო­მან­ქა­ნას­თან ჩა­ვი­ცუცქე. პატ­რონ­მა არ იცო­და, იქ რომ ვი­ყა­ვი, დაძ­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი და ფეხ­ზე გა­და­მი­ა­რა. იმის მერე და­მი­ბუჟ­და ფეხი. ცხა­დია, ისევ ექიმ­თან დამ­ჭირ­და მის­ვლა, რო­მელ­მაც და­მამ­შვი­და: ნუ გე­ში­ნია, არა­ფე­რი გჭირს, და­ბუ­ჟე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სით გა­ივ­ლი­სო. მაგ­რამ 3 თვე ასე ფე­ხებ­და­ბუ­ჟე­ბუ­ლი დავ­დი­ო­დი...

ორი სამ­შობ­ლო... და არ­ჩე­ვა­ნი- უკვე დიდი ხა­ნია, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მაქვს - სა­ქარ­თვე­ლო­სი და ამე­რი­კის. ხან­და­ხან მე­კი­თხე­ბი­ან, ამე­რი­კა­ზე რას ფიქ­რობ­თო? - რა უნდა ვი­ფიქ­რო? ამ ქვე­ყა­ნა­ზე ისე­ვე მე­ფიქ­რე­ბა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რად­გან ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქ გა­ვა­ტა­რე. ქარ­თვე­ლი რომ ვარ, ეს კოდი ცხა­დია, ვე­რა­ვინ "ამო­მიგ­დო", სულ სამ­შობ­ლოს­კენ მი­მი­წევს გული, მაგ­რამ როცა იქ ვარ, აქა­უ­რო­ბაც მე­ნატ­რე­ბა.

ორი აზრი არ არ­სე­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სა­ბო­ლო­ოდ სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი და და­ვი­წყე კი­დეც უკვე ამა­ზე ზრუნ­ვა, პა­ტა­რა ქო­ხის აშე­ნე­ბა მინ­და. აქ ხალ­ხი პენ­სი­ა­ში რომ გა­დის, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მერე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა და მეც ეს მაქვს გეგ­მა­ში. მანდ რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, მხო­ლოდ "ერთ გზას" ვყი­დუ­ლობ, რად­გან თუ წი­ნას­წარ ვიცი, რო­დის უნდა წა­მო­ვი­დე ამე­რი­კა­ში, ამ დღის მო­ახ­ლო­ე­ბა მა­ნერ­ვი­უ­ლებს...

ვდარ­დობ ჩემს ხალ­ხზე. რაც თავი მახ­სოვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას უჭირს თა­ვის გა­ტა­ნა და ეს რა­ი­ო­ნებ­ში უფრო თვალ­სა­ჩი­ნოა. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში სამ­ტრე­დი­ა­ში ხში­რად ვხვდე­ბო­დი მში­ერ ადა­მი­ა­ნებს და ვი­საც მა­შინ არ ჰქონ­და, დღე­საც არა­ფე­რი აბა­დია. არ არის კარ­გი სი­ტუ­ა­ცია. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მიმ­ძიმს და იმის მე­ში­ნია, სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლის გა­რე­შე არ დარ­ჩეს...

გვერ­დზე რომ გა­ი­ხე­დავ და მე­ზო­ბელს ვერ იპო­ვი, უეჭ­ვე­ლი ამე­რი­კა­ში იქ­ნე­ბა წა­მო­სუ­ლი ან სად­მე სხვა­გან. ჰოდა, ვინ რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?.. ცუ­დია, რომ ხალ­ხს არა აქვს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი და ეს რა­ტო­მაც ხდე­ბა, ყვე­ლამ ვი­ცით...

მინ­და ჩემი ხალ­ხი კარ­გად იყოს. გული დარ­დით მევ­სე­ბა, როცა ვუ­ყუ­რებ და­ბე­ჩა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, აქე­დან 4 ჩე­მო­და­ნი ტა­ნი­სა­მო­სი და ფეხ­საც­მე­ლი თუ მი­მაქვს, იქი­დან ცალ-ცალი კა­ლო­შით ჩა­მოვ­დი­ვარ, ყვე­ლა­ფერს მანდ ვტო­ვებ. თუმ­ცა, ეს პრობ­ლე­მას რას უშ­ვე­ლის და რა სა­ლა­პა­რა­კოა...

წაიკითხეთ სრულად - "დამირეკა, ფეხი უნდა გაჩუქოთო..." - ლევან შენგელიას გულახდილი ინტერვიუ