"ჩვენო ცქრიალა, სიკვდილს შენთან რა უნდოდა... მოგვენატრები" - ვინ იყო 8 წლის გოგონა, რომელიც ქობულეთში ზღვაში დაიხრჩო - კვირის პალიტრა

"ჩვენო ცქრიალა, სიკვდილს შენთან რა უნდოდა... მოგვენატრები" - ვინ იყო 8 წლის გოგონა, რომელიც ქობულეთში ზღვაში დაიხრჩო

13 აგვისტოს, ქობულეთში ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიხრჩო. გარდაცვლილ გოგონას სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან:

"ანუკი ჩვენო ცქრიალა მხიარულო და განსაკუთრებულო ანგელოზო... სიკვდილს შენთან რა უნდოდა... შენ ხომ უამრავი ლამაზი და ფერადი წლები უნდა გემხიარულა შენს საყვარელ თანაკლასელებთან ერთად....გაგვიფრინდი ანგელოზების სასახლეში უფალი ჩაგიხუტებს და მოგწმენდს ცრემლს...

მოგვენატრები...

მოენატრები შენს თანაკლასებს,მათ მეხსიერებაში დარჩები მხიარულ და ცქრიალა ანუკით... უფალმა ანუგეშოს და გააძლიეროს შენი ოჯახი".

წყარო