"ქოჩორას მხარდაჭერით, ხავი და "ლევანტე" საქართველოში მოდიან ახალი ტალანტების მოსაძებნად!" - როდის დაიწყება პროექტისთვის რეგისტრაცია?
"თუ ფეხბურთი გიყვარს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო! ქოჩორას მხარდაჭერით, ხავი და "ლევანტე" საქართველოში მოდიან ახალი ტალანტების მოსაძებნად!
გელოდებით ორშაბათს და სამშაბათს, 2006-დან 2011 წელს დაბადებულებს, რათა გვაჩვენო შენი შესაძლებლობები და მიიღო "ლევანტეს" სტიპენდია!" - ამის შესახებ ნათქვამია "ლევანტეს" ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროექტისთვის რეგისტრაცია 16 აგვისტოს დაიწყება:
"სპორტული გაერთიანება "ლევანტე" აცხადებს მორიგ ID Talent პროექტს საქართველოში, ქალაქ თბილისში. აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ მისცეს ახალგაზრდებს უნიკალური შანსი, საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, "ლევანტე" არა მხოლოდ ეძებს მომავალ ტალანტებს, არამედ ასევე აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას რომ პირველი მაღალი რანგის სპორტული გამოცდილება მიიღონ პროფესიონალურ ფერხბურთში.
აღნიშნული პროექტი საშუალებას მისცემს მონაწილეებს, რომ გამოსცადონ ჩვენი საფეხბურთო კლუბის პრინციპები და ღირებულებები, რომლებსაც მივსდევთ პროფესიონალი ფეხბურთელების გამოწრთვნისთვის.