საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელს“ - 13.1% - როგორია GORBI -- ის კვლევის შედეგები?
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-ი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ 59.3%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%;
კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე - ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ 5.8%;
კოალიცია „ახალი“/„გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“ 5.5%;
„საქართველოსთვის“ 4.8%;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია 3%;
„ევროპული საქართველო“ 2.2%;
„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ 2.1%;
სხვა 4.2%
„იმედის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.