"საკუთარი ოცნების ასრულებაზე ზრუნვა არასოდესაა გვიანი" - კვირის პალიტრა

"საკუთარი ოცნების ასრულებაზე ზრუნვა არასოდესაა გვიანი"

„პოდიუმზე გასვლის დროს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“

თაკო ფოფხაძე: "საკუთარი ოცნების ასრულებაზე ზრუნვა არასოდესაა გვიანი"

„რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანა პირველ ადგილზეა, მაგრამ ვეცდები, როგორც ჩემი, ასევე ჩემი ქვეყნის სახელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას უფრო მეტად გავაცნო", - ამბობს თაკო ფოფხაძე. როგორც ლიკა ყაზბეგმა გვითხრა, ის სამოდელო სფეროში ახალი სახეა, რომელიც თავდაუზოგავი შრომით ძალიან ბევრს მიაღწევს...

თაკო ფოფხაძეს მის დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა... გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"სამოდელო სფეროთი ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული. "ვიქტორია სეკრეტის" გამოსვლებს ვუყურებდი, ხშირად წარმოვიდგენდი ჩემს თავს პოდიუმზე და ეს შეგრძნებაც კი ძალიან მომწონდა. ზოგადად, მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც მოდელობის ერთ-ერთი დადებითი მხარეა. ეს არა მარტო ჩემი, არამედ ოჯახის წევრების დიდი ოცნებაც იყო..."

"ჩემი პირველი გამოსვლის შემდეგ, როდესაც ლიკას ამაყი და გახარებული თვალები დავინახე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მისი ეს გამომეტყველება სიტყვებზე მეტი იყო..."

"კასტინგზე გავედი, ამირჩიეს და უზომოდ ბედნიერი ვიყავი, თან ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ეს ჩემი პირველი გამოჩენა იქნებოდა ფართო საზოგადოების წინაშე. მოდის კვირეული ორი დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც იქ მყოფი ფოტოგრაფები დამიკავშირდნენ და გადაღება შემომთავაზეს. რაც ყველაზე მთავარია, პოდიუმზე გასვლის დროს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ფოტოგრაფებთან მუშაობაც მიმარტივდება...."

"ბევრი თვლის, რომ მოდელობა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, რაც ადრე, მით უკეთესი, მაგრამ გვიანიც არასდროსაა. ეს ასაკი არის იდეალური, რადგან მოზარდობის პერიოდი დასრულებულია და პიროვნება მეტად ჩამოყალიბებული. საკუთარი ოცნების ასრულებაზე ზრუნვა არასოდესაა გვიანი. რაც გულით გინდა, აუცილებლად უნდა გაბედო ნებისმიერ ასაკში..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 15 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე