"კორონაზე" უარესი?! - "მაიმუნის ყვავილი": არის თუ არა საქართველოში ვაქცინები და რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადებაზე - კვირის პალიტრა

"კორონაზე" უარესი?! - "მაიმუნის ყვავილი": არის თუ არა საქართველოში ვაქცინები და რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადებაზე

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­თან" და­კავ­ში­რე­ბით გლო­ბა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ ერთხელ გა­მო­ა­ცხა­და. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ვირუ­სული ინ­ფექ­ცი­ის კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­სა და მის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბას მოჰყ­ვა.

"აშ­კა­რაა, რომ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­სუ­ხი საკ­ვან­ძოა გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

"მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" აღ­მო­ჩე­ნა და სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა აღმო­სავ­ლეთ კონ­გოს დე­მოკრა­ტი­უ­ლ რეს­პუბ­ლი­კა­ში, მისი აღ­მო­ჩე­ნა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც აქამ­დე "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი" არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და მისი შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი აფ­რი­კა­სა და მის მიღ­მა, ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია”, - გა­ნა­ცხა­და ტედროს გებ­რე­ი­ე­სუს­მა.

ამ განცხადებიდან სულ მალე კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ "მაიმუნის ყვავილის" ახალი, უფრო გადამდები ვარიანტის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს აფრიკის ფარგლებს მიღმა - ევროპაში. მათი ცნობით, აღნიშნული პიროვნება აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა „მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება.

შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) აფრიკის ნაწილებში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხედ გამოაცხადა.

არსებული ინფორმაციით, დაავადების თავდაპირველი გავრცელების შედეგად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე 450 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადება ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის სხვა ნაწილებშიც გავრცელდა.

კორონავირუსის პანდემიით შეშინებულ საზოგადოებას ყოველი ახალი ვირუსის გამოჩენისას წარსულის გამოცდილება ახსენდება: უამრავი შეზღუდვა, პირბადით გადააადგილება და დისტანციურ რეჟიმზე გადასული ცხოვრების წესი... კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ახალი ვირუსის, "მაიმუნის ყვავილის" შესახებ, თუმცა იმ პერიოდში მედიაში აღნიშნავდნენ, რომ ის ისეთი საშიში არ იყო, როგორც - კორონავირუსი.

2022 წელს "მაიმუნის" ვირუსით გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა. ის ესპანეთში დაარეგისტრირეს. „როიტერის“ განმარტებით, ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევა იყო, რომელიც აფრიკის ფარგლებს მიღმა დაფიქსირდა. ესპანეთამდე ამ ვირუსის გამო 1 ადამიანი ბრაზილიაშიც გარდაიცვალა.

screenshot-2024-08-15-112111-1723706909.png

„მაიმუნის ყვავილი“ ახლად აღმოცენებული არ არის, მისი გენომური შინაარსი ცნობილია. „ყვავილის“ ვაქცინით აცრილები, დიდი ალბათობით, დაცულები არიან „მაიმუნის ყვავილისგან“. დღეისთვის არსებობს 2 ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ ნებადართულია. ისინი ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენება, მათ ანალოგიური დაცულობის და განკურნების მექანიზმი აქვთ „მაიმუნის ყვავილზე“. როდესაც არის ორი პრეპარატი და ვაქცინა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

„მაიმუნის ყვავილს“ ორი შტამი აქვს - ცენტრალური და დასავლეთაფრიკული. ის ენდემური დაავადებაა, თუმცა, საინტერესოა, რომ არაენდემურ არეებში გავრცელდა, კერძოდ, 20-ზე მეტ ქვეყანაში. შემთხვევები, ძირითადად, არის მამაკაცებში, კანთან ახლო კონტაქტით აღმოცენებული, ცხოველებთან ან აფრიკაში მოგზაურობის ისტორია არც ერთ მათგანს არ აქვს.

„მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს. ადამიანებთან აუცილებელია 3 საათზე მეტი 2-მეტრიანი კონტაქტი, რომ დავინფიცირდეთ. ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია. ქვეყანას ამ მიმართულებით მზაობა უნდა ჰქონდეს, არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი. დარწმუნებული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განაცხადი აქვს გაკეთებული და მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება“, - აღნიშნავდა 2022 წელს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, როცა საზოგადოება ახალი ვირუსის შესახებ ალაპარაკდა.

skynews-mpox-monkeypox-6655754-1723706805.jpg

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის CDC ვებგვერდზე ვკითხულობთ, „მაიმუნის ყვავილს“ 3-დან 17 დღემდე საინკუბაციო პერიოდი ახასიათებს. თავდაპირველად სიმპტომები გრიპს ჰგავს. ვირუსს ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, შემცივნება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და მოთენთილობა ახასიათებს.

შემდეგ კი ჩნდება გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის - პირის ღრუში, ხელის გულებზე და ტერფებზე. სითხიანი გამონაყარი ეტაპობრივად წითლდება, ფუფხად გარდაიქმნება და 2-4 კვირაში თავისით ქრება. გამონაყარის შემდეგ შეიძლება კანზე ნაწიბურებიც დარჩეს.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ინფექცია 14-დან 21 დღემდე გრძელდება.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “მაიმუნის ვირუსი” პირველად 1958 წელს დააფიქსირეს. ის პირველად კვლევისთვის დატყვევებულ მაიმუნთა კოლონიებში დაფიქსირდა. CDC-ის მონაცემებით, შესაძლოა, ვირუსი აფრიკული მღრღნელების საშუალებით გავრცელდა.

1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსი ადამიანებში პირველად დაფიქსირდა. 2003 წელს კი “მაიმუნის ვირუსი” აშშ-ში დააფიქსირეს, ეს აფრიკის გარეთ ვირუსის აღმოჩენის პირველი შემთხვევა გახლდათ.