"მიხალკოვის ქალიშვილი მამის ნების საწინააღმდეგოდ გათხოვდა, ახლა კი ყოფილმა ქართველმა ქმარმა ვაჟი თბილისში წაიყვანა" - რას წერს რუსული მედია რეზო გიგინეიშვილზე და მის ვაჟზე? - კვირის პალიტრა

"მიხალკოვის ქალიშვილი მამის ნების საწინააღმდეგოდ გათხოვდა, ახლა კი ყოფილმა ქართველმა ქმარმა ვაჟი თბილისში წაიყვანა" - რას წერს რუსული მედია რეზო გიგინეიშვილზე და მის ვაჟზე?

რო­დე­საც რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ცნო­ბილ მა­მის ქა­ლიშ­ვილს ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვას ხელი სთხო­ვა, ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­მა ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა "უთა­ნას­წო­როდ" მი­იჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ - ნა­დეჟ­და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და მშვი­დი იყო, რეზო კი წვე­უ­ლე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი. თუმ­ცა რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ შე­იძ­ლე­ბა მი­ზე­ზი სხვა რა­მეც იყო... ქორ­წი­ლი შედ­გა, მაგ­რამ შვი­დი წლის შემ­დეგ წყვი­ლი და­შორ­და, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. 2022 წელს კი გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­იყ­ვა­ნა...

gigineishvili-1676401702.png

რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი - კაცი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ჰყავ­და

ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვას­თან გაც­ნო­ბის დროს რეზო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო მომ­ღე­რალ ნას­ტია კო­ჩეტ­კო­ვა­ზე, რო­მელ­მაც მას ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. მაგ­რამ ამ ფაქტს ხელი არ შე­უშ­ლია წყვი­ლის­თვის. გი­გი­ნე­იშ­ვილს ნა­დია სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბებ­ზე შე­უყ­ვარ­და. თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად ქალ­მა მის გრძნო­ბებს არ უპა­სუ­ხა. გააგრძელეთ კითხვა