ამერიკელი ასტრონავტების რისკიანი ექსპედიცია და "ჩარჩენა კოსმოსში" - რატომ ვერ ბრუნდებიან ისინი დედამიწაზე? - კვირის პალიტრა

ამერიკელი ასტრონავტების რისკიანი ექსპედიცია და "ჩარჩენა კოსმოსში" - რატომ ვერ ბრუნდებიან ისინი დედამიწაზე?

რო­დე­საც სუნი უი­ლი­ამ­სი და ბუჩ ვილ­მო­რი 5 ივ­ნისს, Boeing-ის Starliner-ით სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რის­კენ გა­ე­მარ­თნენ, ისი­ნი დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას რვა დღის შემ­დეგ გეგ­მავ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ რიგი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ისი­ნი დე­და­მი­წა­ზე რვა თვის შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, NASA-მ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კვლავ გა­და­ხე­და...

14 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე NASA-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კი­დევ ერთხელ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ას­ტრო­ნავ­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა კი­დევ გა­და­ი­დე­ბა. ზუს­ტად რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა ეკი­პა­ჟი სამ­შობ­ლო­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. თუმ­ცა, NASA გვპირ­დე­ბა, რომ კონ­კრე­ტულ თა­რიღს აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე და­ა­სა­ხე­ლებს.

კერ­ძოდ, ამე­რი­კის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გან­მარ­ტეს, რომ Starliner-ის ეკი­პა­ჟის კოს­მო­სუ­რი კოს­ტუ­მი სრულ­ყო­ფი­ლად არ არის თავ­სე­ბა­დი სხვა გემ­თან, რომ­ლი­თაც ას­ტრო­ნავ­ტებს დაბ­რუ­ნე­ბა შე­ეძ­ლოთ. თუ ინ­ჟინ­რე­ბი გა­და­წყვე­ტენ, რომ Starliner-ზე ფრე­ნა ჯერ კი­დევ სა­ხი­ფა­თოა, უი­ლი­ამ­სი და ვილ­მო­რი შე­საძ­ლოა შე­მოდ­გო­მა­ზე დაბ­რუნ­დნენ Boeing-ის კერ­ძო კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის კონ­კუ­რენტ, SpaceX-ზე. გააგრძელეთ კითხვა